ვაჟა ფშაველაზე ბრმა ტყვიამ ქალი მოხუცი დედის თვალწინ მოკლა – რა იცის ნიკა მელიამ

0
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ვაჟა ფშაველას გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება. მისი ინფორმაციით, ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი იარაღიდან ჯერი სამართალდამცველმა გაისროლა. „და მერე რა ხდება?.. როგორც იმ შორ და ბნელ 90-იანებში, ბრმა ტყვია კლავს მოპირდაპირედ, მერვე სართულზე მცხოვრებ უდანაშაულო ქალბატონს, რომელიც შინ, მშვიდად ტელევიზორს უყურებს. კლავს მოხუცი დედის თვალწინ. ეს ხდება 2020 წელს, ვაჟა ფშაველას გამზირზე“, – წერს ნიკა მელია. თვითმხილველები ამბობენ, რომ პირი, რომელმაც ტყვია გაისროლა, უკვე დააკავეს. შსს-ში ამ დრისთვის ოფიციალური კომენტარი არ კეთდება. უწყება მომხდარზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. ცნობილია, რომ გუშინ ვაჟა ფშაველას გამზირზე მოპირდაპირე კორპუსიდან გასროლილმა ბრმა ტყვიამ მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, თამუნა ანთელავა იმსხვერპლა. ის კარანტინის პირობებში სახლიდან არ გასულა. შეგახსენებთ, რომ მომღერალ თინა მახალდიანის დედა, ოჯახის წევრებთან ერთად ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვია თავის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
0