"ჩემი მომავალი პროფესიაა ქართული ფილოლოგია " - ელიანა მამედოვა

0
საქართველო არის მრავალფეროვანი ქვეყანა , სადაც ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები. ქართველები , აზერბაიჯანელები , სომხები , რუსები და ასე შემდეგ. საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსისთვის ქართული ენის ცოდნა აუცილებელია . მაგრამ რეალურად, კიდევ არსებობს ქართული ენის ბარიერი არაქართულენოვან მოსახლეობაში. ამ გამოწვევების შესახებ "Marneuli Daily"-ს ესაუბრება ელიანა მამედოვა , იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია. "მე ვარ ელიანა მამედოვა. ვცხოვრობ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანში. მე სკოლის პერიოდში ძალიან კარგად არ ვიცოდი ქართულ ენა. რადგან ჩემი სკოლის ქართული ენის მასწავლებლები ქართველი არ იყო და კვალიფიკაციური არ იყვნენ თავიანთ სფეროში. ეს პრობლემა მე-10 კლასამდე გაგრძელდა. მე-10 კლასის მერე ჩვენთან სკოლაში ქართული ენის მასწავლებელი ჩამოვიდა , რომელიც ეროვნებით იყო ქართველი. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით ახალი ქართული ენის მასწავლებელი რომ გვყავდა . ჩემი აზრით , განათლების სისტემა არაქართულენოვან სკოლებში დროზე უნდა გადაიხედოს.." - ამბობს ელიანა ელიანა ამბობს რომ, მომავალი პროფესია თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, ამიტომ ამ კუთხით მას სირთულეები არ ჰქონია. "ის პროფესია ავირჩიე , რომელიც ქართულის ენის მასწავლებლებმა შემაყვარეს, ქართული ფილოლოგია. ჩემთვის ქართული ენა მეორე დედაენაა. ვფიქრობ რომ ყველამ უნდა ვისწავლოთ სახელმწიფო ენა. რადგან ვართ ჩვენი სამშობლოს , საქართველოს შვილები " - ამბობს ელიანა. მისი აზრით სკოლის დამთავრის მერე ახალგაზრდების უმრავლესობამ ქართულ ენა დაბალ დონეზე იცის. ისინი ამ პრობლემის მიზეზს ძირითად ხედავს განათლების სისტემაში . "მნიშნველოვანია სკოლაში იყვნენ თავისი საქმის პროფესიონალი ქართული ენის პედაგოგები რაც ახალგაზრდებისათვის იქნება დიდი მოტივაცია, ისწავლონ სახელმწიფო ენა მაღალ დონეზე."- "Marneuli Daily "-თან აცხადებს პირველი კურსის სტუდენტი ელიანა მამედოვა.
#მარნეული
#ახალგაზრდები
#ენა
#marneulidaily
0