როდიდან ელოდებიან სპეციალისტები კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების პიკს საქართველოში?

0
ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მცირე შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება. შემთხვევების მატება კვლავ მოსალოდნელია. აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში შესაძლოა, შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდეს. ამის შესახებ განცხადებას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე აკეთებს. , , კვლავ ველოდებით შემთხვევების მატებას. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღესასწაული იყო, რამაც ადამიანებს შეკრების მიზეზი მისცათ. ვხედავთ, რომ თავშეყრას აგრძელებენ და დიდი მადლობა, ვინც ამას არ აკეთებს და თავს იკავებს, საკმაოდ რთულია ამ დროს არ შეიკრიბო და არ ნახო ოჯახის წევრები, თუმცა მადლობა მათ ამისთვის. ამის შედეგს ჩვენ ორი კვირის განმავლობაში ვნახავთ. ვფიქრობთ, რომ შემთხვევების მატება იქნება. შეიძლება იყოს 30 და მეტი შემთხვევაც. ჩვენ უკვე გრაფიკზე ვხედავთ, რომ გვაქვს შემთხვევების მატება. გუშინდელ და გუშინწინდელ დღეს არ ვგულისმხობ, და მოლოდინია, რომ აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ჩვენ შესაძლოა, შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა გვქონდეს, რამაც შესაძლოა, პიკზე მიუთითოს და ამ დღეებში მცირე რიცხვი დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს“ , – განაცხადა ანა კასრაძემ.
#კორონავირუსი
#პანდემია
#ინფიცირებულები
#tbilisidaily
0