ვალენტინომ იტალიის ‘Columbus Covid 2 Hospital’ - ს 1 მილიონი ევრო გადაურიცხა.

0
წითელი ვალენტინოს ფერია არსებობენ დიზაინერები, რომლებიც ფერს ისე იყენებენ, თითქოს ფუნჯის მოსმით ნახატს ქმნიდნენ, ამის კარგი მაგალითი დრის ვან ნოტენია, რომლის ფერების აღქმისა და მრავალფეროვნების კარგ მხატვარსაც შეშურდებოდა და არსებობენ დიზაინერები, რომლებიც ერთ ფერთან განსაკუთრებით ასოცირდებიან და ეს ფერი მათი შემოქმედებითი იდენტობის ნაწილი ხდება. შავ ფერზე, პირველ რიგში, კოკო შანელი გაგვახსენდება, რომელმაც ეს ფერი მწუხარების, დაკრძალვისა და მელანქოლიის ასოციაციებისგან გაათავისუფლა და მოდაში დაამკვიდრა, მოგვიანებით შავი იაპონელების ესთეტიკის განუყრელი ნაწილი გახდა და ეს ფერი მათთან იმდენად ასოცირდება, რამდენადაც კოკო შანელთან. წითელი ფერი კი მხოლოდ ვალენტინოს ეკუთვნის და არც ერთი ფერის ასოცირება არ ახდება ვალენტინოსთან იმდენად, რამდენადაც წითლის. ვალენტინო გარავანი 1930 წლის 11 მაისს იტალიის პროვინციაში, ვოგერში დაიბადა. დიზაინერობა 9 წლის ასაკში გადაწყვიტა, როდესაც ფილმი ‘’Zeigfeld Girl’’ იხილა. თინეიჯერობის ასაკში, როდესაც ბარსელონას სტუმრობდა, ოპერაში ერთ ქალს მოკრა თვალი, რომელსაც წითელი ხავერდის საღამოს კაბა ეცვა და ეს სურათი სამუდამოდ ჩაიბეჭდა მის მეხსიერებაში: ‘’ის უნიკალური იყო, გამოკვეთილი, ცეცხლოვანი – დიდებული ქალღმერთი. ჩემს თავს ვუთხარი, რომ თუ ოდესმე დიზაინერი გავხდებოდი, დიდი რაოდენობით წითელს გამოვიყენებდი’’ რაც ასეც მოხდა, წითელი მალევე ვალენტინოს ხელწერად იქცა. არსებობს წითელი და არსებობს ვალენტინოს წითელი, რომელიც დიზაინერმა შექმნა და მხოლოდ მის სამოსში გამოიყენება. ვალენტინოს წითელი არ არის ჩვეულებრივი წითელი, ის არის ძალიან კაშკაშა ელფერი კარმინის, იისფერისა და კადმიუმის წითელის ნაზავის. ვალენტინოს წითელი კაბა პირველად 1959 წელს შეიქმნა: კოქტეილის კაბა წითელი ტიულის ნაჭრით, რომელსაც „Fiesta” უწოდა. ამ დროს გარავანი პარიზიდან ახალ დაბრუნებული იყო, სადაც ის კუტიურეების – ბალენსიაგას, ჟან დუსესა და ლაროშეს ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობდა. ვალენტინოს პირველი წითელი კაბა 2004 წელს ჯენიფერ ენისტონმა მოირგო ფილმის ‘’Along Came Polly’’-ის პრემიერაზე. მას შემდეგ დიზაინერის კოლექციებში წითელი კაბის არაერთი რეინტერპრეტაცია ვიხილეთ. ‘’წითელი კაბა რაღაცის თქმაზე მეტს ნიშნავს, ის სტილის სინონიმია’’ – ვალენტინო გარავანი წითელი ყოველთვის ასოცირდებოდა ძალაუფლებასთან, სიბრაზესთან, სისხლთან და ბრაზთან, ის ძალიან განსაკუთრებული ფერია და მხოლოდ რამდენიმე დიზაინერს შეუძლია თავის შემოქმედებაში ის ისე გამოიყენოს, რომ “tacky” შესახედაობის ან ვულგარული არ იყოს, პირიქით ელეგანტურობასა და ზომიერ სექსუალურობას ასხივებდეს, ვალენტინო გარავანი კი ერთ-ერთი ასეთი დიზაინერია, რომელმაც იცის რა სურთ ქალებს და იცის როგორ აგრძნობინოს მათ თავი ლამაზად და სასურველად. შეუძლებელია წვუელებაზე ვალენტინოს წითელ კაბაში გამოწყობილი ქალი ვერ შეამჩნიო. ხშირად სწორად შერჩეული კაბა სასიამოვნო თავგადასავლის ტოლფასია, რომლის მთავარ გმირადაც ამ კაბის მატარებელი იქცევა, გარავანის წითელ კაბები კი სწორედ ამ თავგადსავლის გმირად გაქცევთ. ვალენტინომ 1998 წელს გაყიდა თავისი კომპანია 300$ მილიონად, მაგრამ ბრენდის შემოქმედებით ხელმძღვანელად 2008 წლამდე დარჩა. 2008 წლის 4 სექტემბერს, ვალენტინო გარავანმა ბრენდში თავისი პოსტი ოფიციალურად დატოვა. მასზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „ვალენტინო: უკანასკნელი იმერატორი“, რომელიც 2008 წელს გამოვიდა. ვალენტინო თავისი სამოსით ქალურობისა და ელეგანტურობის სიმბოლოდ იქცა და როგორც თვითონ განაცხადა, სანამ ჯერ კიდევ არიან ქალები, რომლებიც ჩასაცმელად თავის შექმნილ სამოსს ირჩევენ და მასში გლამურულად, ლამაზად გამოიყურებიან, განსაკუთრებული და მაგიური ურთიერთობა ქალებსა და ვალენტინოს შორის ცოცხალი იქნება, მისი სტილი განვითარებას განაგრძობს და ხორცს შეასხამს ქალების ოცნებებსა და სურვილებს.
#ვალენტინო
#წითელიფერი
#მოდა
#დიზაინი
Tbilisi
0