საქართველოში მიწისძვრა მოხდა

0
საქართველოში, დღეს, 10:08 საათზე, მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4, 1 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი გურჯაანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კილომეტრში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დაფიქსირდა.
#მიწისძვრა
#ეპიცენტრი
#გურჯაანი
#tbilisidaily
0