2020-ში საქართველოს მშპ 4 პროცენტით შემცირდება - IMF

0
http://pirveliradio.ge/?newsid=141884 საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 4 პროცენტით შემცირდება. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა განთავსებული. თუმცა, IMF-ის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს მშპ 3 პროცენტით გაიზრდება. რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, მონაცემები ასეთია: თურქეთი: -5 პროცენტი 2020 წელს, 5 პროცენტი 2021 წელს; სომხეთი: -1, 5 პროცენტი 2020 წელს, 4, 8 პროცენტი 2021 წელს; აზერბაიჯანი: -2, 2 პროცენტი 2020 წელს, 0, 7 პროცენტი 2021 წელს; რუსეთი: -5, 5 პროცენტი 2020 წელს, 3, 5 პროცენტი 2021 წელს; ირანი: -6 პროცენტი 2020 წელს, 3, 1 პროცენტი 2021 წელს; 2020 წელს მშპ-ის შემცირებას IMF ვარაუდობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. მათ შორის არიან მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკები: -5, 9 პროცენტი აშშ-ში, -7 გერმანიაში, -5, 2 იაპონიაში. თუმცა, ფონდის პროგნოზით, გაიზრდება ჩინეთის მშპ - 1, 2 პროცენტით.
0