საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება

0
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება. კორონავიურსის პანდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობა საქართველოში ერთი თვის ვადით, 21 აპრილამდე გამოცხადდა. 14 აპრილს მთავრობამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების თაობაზე მიმართა. თუმცა, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდე გაგრძელდება.
#საგანგებომფომარეობა
#22მაისი
#კორონავირუსი
#პანდემია
#tbilisidaily
0