ანორექსია: გამომწვევი მიზეზები,კლინიკური გამოვლინება, მკურნალობა

0
ანორექსია არის უკიდეურესი უმადობა. ამ დროს ადამიანი თითქმის შიმშილობს.

ანორექსიის მახასიათებლები

📌გასუქების შიში, რომელიც არ მცირდება წონის პროგრესული კლების დროსაც კი; 📌ადამიანი მუდმივად ამოწმებს არა მხოლოდ სხეულის წონასა და ფორმას, არამედ სხეულის სხვადასხვა ნაწილებსაც და ეჩვენება, რომ ესა თუ ის ნაწილი “მსუქანია”; 📌ამ დროს ქალებში ვითარდება ამენორეა (წყდება მენსტრუალური ციკლის პერიოდი).

ანორექსიის მქონე პაციენტებში გამოყოფენ 2 ტიპს:

📍ე.წ. “რესტრიქტორები” - პირები, რომლებიც იზღუდავენ საკვების მიღებას; 📍ბულემიის მქონე პირები - საკვებს იღებენ დიდი რაოდენობით და შემდეგ ხელოვნურად იწვევენ ღებინებას. ამ ჯგუფში შემავალ ადამიანებს ხელის თითებზე ხშირად აღენიშნებათ ექსკორაციები (დაზიანებები), რაც ღებინების ხელოვნურად გამოწვევის პროცესში ვითარდება.

ფსიქოდინამიკა

ანორექსია ხშირად იწყება ჩვეულებრივი (წონის დასაკლები) დიეტით. ეს პროგრესირებს და იწვევს ანორექსიას, როდესაც საკვებზე უარის თქმის მიზეზი და გასუქების შიში სრულაიდ უსაფუძვლოა. ამ მდგომარეობის განვითარების ხელშემწყობი მიზეზი პიროვნების ფსიქიკის თავისებურებაა და იმ ადამიანებში ვითარდება, რომლებიც თვითიზოლაციისკენ არიან მიდრეკილნი, აქვთ დაბალი თვითშეფასება და სხვა.

კლინიკური გამოვლინება

საკვები ნივთიერებების უკმარისობა იწვევეს სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის სერიოზულ დაზიანებას. ფატალური შედეგი - სიკვდილი - ვითარდება 10%-ის შემთხვევაში და ამის მიზეზი ელექტროლითების მძიმე დეფიციტი, კარდიალური არითმია (გულის მუშაობის რითმის დარღვევა) და გულის სხვა დაზიანებებია. ვითარებას ახასიათებს: 📌ბრადიკარდია - გულის მუშაობის შენელება; 📌ჰიპოტონია - არტერიული წნევის დაქვეითება; 📌ძილის დარღვევა; 📌იცვლება თერმორეგულაცია და სხეულის ტემპერატურა ეცემა 35 გრადუსამდე; 📌კანის სიმშრალე, სიფერმკრთალე; 📌თმის ცვენა და მტვრევადობა. 📌ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო მეტ-ნაკლებად ზიანდება ყველა ორგანო. იმუნიტეტის ფუნქციის დარღვევის გამო კი იწყება ინფექციური პროცესები.

მკურნალობა

მკურნალობის ძირითადი მეთოდი ფსიქოთერაპიაა, რაც უნდა გაიაროს არა მხოლოდ პაციენტმა, არამედ ოჯახის წევრებმაც. მედიკამენტური საშუალებებიდან კი პირველ რიგში გამოიყენებიან ანტიდეპრესანტები. ასევე, მნიშვნელოვანია დიეტოლოგის დახმარება.

#news #opinion #health #forhealth #anorexia #behealthy

Tbilisi
0