პიკი იქნება ორ კვირაში და დაახლოებით ერთი თვის მერე დაიწყება დაღმავალი ტალღა - ცერცვაძე

0
http://pirveliradio.ge/?newsid=141944 ​პიკი ისეთი რამეა, ასე კატეგორიულად ვერ მოთხოვ, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ იქნება ორ კვირაში, შეიძლება იყოს სამ კვირაში. ასე ზუსტად გათვლა შეუძლებელია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა. ცერცვაძის თქმით, თუ საქართველო ეპიდემიას გადაურჩა, ექიმებთან და სახელისუფლებო ვერტიკალთან ერთად, ეს მედიის დამსახურება იქნება. „მასმედია მუშაობს შესანიშნავად. მე არ მომბეზრდება, რომ უდიდესი პატისვიცემა გამოვხატო, თუ საქართველო გადაურჩა ამ საშინელ ეპიდემიას, აქ ექიმებთან და სახელისუფლებო ვერტიკალთან ერთად მედიის და შეიძლება ითქვას, უფრო მეტი მედიის დამსახურება იქნება. პიკი ისეთი რამეა, ასე კატეგორიულად ვერ მოთხოვ, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ იქნება ორ კვირაში, შეიძლება იყოს სამ კვირაში. ასე ზუსტად გათვლა შეუძლებელია. მე ახლაც მგონია, რომ პიკი იქნება სადღაც ორ კვირაში, აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში. იმ პირობით, თუ ჩვენ შევძლებთ, რომ დავიცავთ რეკომენდაციები, შეზღუდვები და უსაფრთხოების ზომები თუნდაც იმ დონეზე, როგორც დღეს ვიცავთ. ეს არ არის იდეალური, მაგრამ დღეს როგორც ვიცავთ. ეს პიკი იქნება მართლაც ორ კვირაში და დაახლოებით ერთი თვის მერე დაიწყება დაღმავალი ტალღა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
0