BBC: ევროპის ქვეყნებში საკარანტინო რეჟიმი თანდათანობით მსუბუქდება

0
ჯონ ჰოფკინსის სახელობის ამერიკული უნივერსიტეტის მონაცემებით, , მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2, 5 მლნ. ადამიანს შეადგენს. უნივერისტეტმა 1 მლნ. ადამიანის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია 2 აპრილისთვის გამოაქვეყნა, ხოლო 2 მლნ-ის თაობაზე კი გასულ კვირას. დაავადებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა ჯერჯერობით აშშ-ს, ესპანეთსა და იტალიას ჰყავს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაში კორონავირუსით ინფიცირების პიკის მეორე ეტაპს და აღნიშნულით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს უფრთხიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღმასრულებელი მთავრობა საკარანტინო ზომების ეტაპობრივ შესუსტებას გეგმავს. ორშაბათიდან, ადგილობრივმა მთავრობამ იმ დასაქმებულთა სპეციალური განაცხადების მიღება დაიწყო, რომლებიც პანდემიური მდგომარეობის გამო ვერ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს და შესაბამისად ხელფასის 80%-ს ხელისუფლება აუნაზღაურებს მათ (თვეში არაუმეტეს 2500 ფუნტი). ამ ტიპის ადამიანების რაოდენობა შესაძლოა რამდენიმე მილიონს შეადგენდეს. გერმანიაში, მაღაზიების გარკვეული რაოდენობა ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა, ხოლო დანიასა და ავსტრიაში დაიწყეს მეორადი საჭიროების მარკეტების გახსნა. 20 აპრილიდან გერმანიის ტერიტორიაზე წიგნების, ყვავილებისა და ტანსაცმლის მაღაზიები, ავტოსალონები, ასევე 800 კვ.მ-ზე მცირე ზომის სავაჭრო ობიექტები გაიხსნა. გერმანიის ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კლებისკენ მიდის, მაგრამ სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებული შეზღუდვების კვლავ მოქმედება აუცილებელია. შესაბამისად, რეკომენდაციები გაიცემა სამედიცინო ნიღბის ტარებაზე. ნორვეგიაში, 1 თვიანი შესვენების შემდეგ კვლავ გაისხსნა საბავშვო ბაღები, ხოლო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი, ისევე როგორც მეზობელ დანიაში, არც ამ ქვეყანაში განახლებულა ჯერჯერობით. ნორვეგიის ხელისუფლება კვირის ბოლოდან გახსნის ე.წ. სილამაზისა და ტატუს სალონებს. საკარანტინო რეჟიმი მცირდება პოლონეთშიც, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს პარკებსა და სარეკრეაციო ზონებში გასვლის ნება დართო. ჩეხეთში ჯერ კიდევ წინა კვირას გაიხსნა არასასურსათო მაღაზიები, ხოლო 20 აპრილიდან უკვე საფერმერო ბაზრებმა და ავტოსალონებმა დაიწყეს ფუნქციონირება. ორშაბათს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალი, წლიური ბიუჯეტი დაამტიცა, რომლის დეფიციტი დაახლოებით $12 მლრდ-ია. ლატვიის კლინიკებში კვლავ დაიწყეს გეგმიური სამედიცინო (მათ შორის სტომატოლოგიური) მომსახურების გაწევა. აქვე, სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა დაიცვან სიფრთხის განსაკუთრებული ზომები, მათ შორის პალატაში პაციენტთა გარკვეული დისტანცია. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, ლატვიის ტერიტორიაზე ის 12 მაისამდე არის შემოღებული და ჯერჯერობით დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მოსახლეობის უმრავლესობა შინიდან მუშაობს და საზოგადოებისთვის მოქმედებს სოციალური დისტანცირების განსაზღვრული წესები. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: Coronavirus in the world: Europe weakens quarantine (20.04.2020), www.bbc.com
#coronavirus
#Europe
#economy
#quarantine
#headline
#covid19
0