ირაკლი ჩიქოვანის პასუხი კრიტიკაზე, ავტომობილით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებთან დაკავშირებით

0
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების თანახმად, მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება 27 აპრილამდე იკრძალება. ამ ფაქტმა საზოგადოების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. ირაკლი ჩიქოვანი, კი კითხვას რა რისკს შეიცავს საკუთარი მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და რატომ გახდა აუცილებელი ამ კონკრეტული შეზღუდვის თარიღის გადაწევა, რასაც მოქალაქეები ყველაზე მეტად აპროტესტებენ, პასუხობს, რომ ლოგიკას ვწყდებით, როცა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების პრობლემატურობაზე ვსაუბრობთ მაშინ, როცა მთავარი რეკომენდაციაა – დავრჩეთ სახლში. „სახლში რომ დავრჩეთ, ამისთვის აუცილებელია, ყველამ კარგად გავითავისოთ ის რეკომენდაციები, რომელიც სახელმწიფოს აქვს. სახელმწიფოს ეს რეკომენდაციები რომელიმე პოლიტიკოსის მოფიქრებული არ არის. ეს არის პრაქტიკა, რომელიც სამწუხაროდ, ერთადერთია და საუკეთესო პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში, რომ დავიცვათ სოციალური დისტანცია და სახლიდან არ გავიდეთ, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა. ჩვენ ვხედავდით, რომ მობილობა საკმაოდ მაღალი იყო. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება ზუსტად ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად და პიკურ ვითარებაში მაქსიმალურად დაბალი ციფრებით შესახვედრად მივიღეთ“, – განაცხადა ჩიქოვანმა , , მოამბეში".
#კორონავირუსი
#საგანგებომდგომარეობა
#შეზღუდვები
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0