სკოლაში სწავლა 22 მაისამდე არ დაიწყება

0
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ ბრძანება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა. „ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვცემ ბრძანებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ბრძანების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდება 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით. ამავე ვადით გაგრძელდება არსებული დეკრეტის მოქმედება, რომელიც არ ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს. ამ გადაწყვეტილებით საშუალება გვეძლევა მოვემზადოთ შეზღუდვების მოხსნისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა, სკოლებში სასწავლო პროცესი მინიმუმ 22 მაისამდე გადაიდება. ოფიციალურად კი სასწავლო პროცესი 21 აპრილამდეა შეწყვეტილი.
#news
#opinion
#politics
#events
#school
#სიახლე
#სკოლა
Rustavi
Tbilisi
Kutaisi
Batumi
0