COVID-19-ის მეორე ტალღა შესაძლოა უფრო მძიმე იყოს - აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი

0
http://pirveliradio.ge/?newsid=141970 ახალი კორონავირუსის პოტენციური მეორე ტალღა შესაძლოა უფრო მძიმე აღმოჩნდეს, რადგან იგი დაემთხვევა გრიპის სეზონს, წერს Washington Post-ი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელზე, რობერტ რედფილდზე დაყრდნობით. "აშშ–ში წელს COVID-19– ის აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც სეზონური გრიპის მილევა დაიწყო. ორივეს ერთდროულად რომ დაერტყა, ვითარება იქნებოდა გაცილებით, გაცილებით რთული"- თქვა რობერტ რედფილდმა. მისივე თქმით, ორი რესპირატორული დაავადების შესაძლო ერთდროული აფეთქება, კიდევ უფრო მეტად დაძაბავს აშშ-ის ჯანდაცვის სისტემას, ვიდრე ეს მოხდა მიმდინარე პანდემიისას, რომელიც სასუნთქი აპარატების, ტესტების ნაკრებებისა და პირადი დამცავი აღჭურვილობის უკმარისობით აღინიშნა. აშშ-ში ახალი კორონავირუსის პირველ ტალღას უკვე მოჰყვა 800 000-ზე მეტი ამერიკელის ინფიცირება, რომელთაგან 44 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
0