სკარლეტ იოჰანსონი შავი ქვრივის როლზე

0
🔥 შავი ქვრივის როლისთვის იბრძოდნენ ელზა დუშკუ, ანჯელინა ჯოლი და ნატალი პორტმანი. როლი საბოლოოდ ემილი ბლანტმა მიიღო თუმცა მის განრიგთან გადაღებების დროის შეუთანხმებლიბის გამო ემილიმ უარი განაცხადა როლზე. ჯერ კიდევ მანამ სანამ ქასთინგები მიმდინარეობდა სკარლეტი ოცნებობდა ამ როლზე. როგორც თავად თქვა ამ როლის დაკარგვა მისთვის ტრაგედიის ტოლფასი იყო. როცა ბლანტი წავიდა სკარლეტმა დაუფიქრებლად სცადა ბედი როლის მისაღებად და მიიღო კიდევაც. უფრო მეტიც კონტრაქტის თანახმად რომელიც სკარლეტსა და მარველ სტუდიოს შორის გაფორმდა კომპანიას არ აქვს უფლება გამოიყენოს შავი ქვრივის პერსონაჟი რომელიმე ფილმში თუ მას სკარლეტი არ შეასრულებს. ერთ-ერთ სცენაში როცა ნატაშა ადრეულ წლებს იხსენებს იმ სცენაშიც კი სკარლეტი ასრულებს მის როლს. 🔥სკარლეტ იოჰანსონმა ჯერ კიდევ კასტინგზე მისვლამდე შეიღება თმა წითლად რათა ყველასთვის ეჩვენებინა როგორ უნდოდა ეს როლი 🔥შავი ქვრივის ორიგინალური სახელი იყო ნატალია რომანოვა. იგი დაიბადა რუსეთში: განვლილი აქვს განსაკუთრებით ძლიერი სპორტული მომზადება, ფლობს ჯაშუშობის და მანიპულაციის გამორჩეულ უნარებს. შურისმაძიებლებს შორის მიიჩნევა საუკეთესო ჯაშუშად. ფლობს ნებისყოფის და თვითკონტროლის განსაკუთრებულ უნარებს. მის უნარებს შორის ერთ-ერთი არის ჰალკის კონტროლის უნარი. 🔥 შავ ქვრივს აქვს ასაკის შენარჩუნების უნარი . იგი 1928 წელს დაიბადა რუსეთში მაგრამ ჯერ ისევ ახალგაზრდულად გამოიყურება. მასზე გამოყენებულია იგივე შრატი რაც გამოიყენეს კაპიტან ამერიკაზე. რითიც ისინი სამუდამოდ იქნენ დაკავშირებული. შრატმა ნატაშას მისცა განსაკუთრებული სისწრაფის და ასაკობრივი გადარჩენის უნარი. 🔥 ნატაშა რომანოვა იყო საუკეთესოდ გაწვრთნილი აგენტი პროგრამაში. 🔥ერთ-ერთი ვერსიით ნატაშა ადრეულ წლებშიიყო ბალერინა თუმცა ეს არ არის უტყუარი ფაქტი. ბევრი ვერსიით კაგებეს წევრებმა მას უბრალოდ შთააგონეს რომ ის იყო ბალერინა წარსულის გაყალბების მიზნით. 🔥 შავ ქვრივს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი ირაღი და ნებისმიერი საბრძოლო ხელოვნება რაც არსებობს. იარაღებს შორის განსაკუთრებული მისი გონებაა. ნატაშა რომანოვა მანიპულაციის საუკეთესო იარაღია 🔥სკარლეტმა რეალურად ისწავლა რამდენიმე საბრძოლო ხელოვნება შავი ქვრივის როლისთვის. პირველი სერიოზული წვრთნა მან “რკინის კაცი 2”-ის გადაღებებზე გაიარა. სკარლეტმა გაიარა 5 კვირიანი უმძიმესი წვრთნა პროფესიონალ ტრენერთან . ამ დროისთვის სკარლეტი 24 წლის იყო. როგორც თავად ამბობს ეს იყო მისი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილება. 🔥 2016 წლამდე სკარლეტი ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი იყო ჰოლივუდში. მისი პროექტების საერთო შემოსავალი 3 მილიარდს აჭარბებდა. 🔥 ალტრონების ერას გადაღებებზე სკარლეტი ორსულად იყო. ამ ფილმში ბევრ სცენაში გამოიყენეს დუბლიორი რათა დაეფარათ მისი მუცელი და დაეცვათ მისი უსაფრთხოება
0