გლობალური საქართველო

3
? ემიგრანტული რადიო "თვისტომი"-ს გადაცემა "გლობალური საქართველო"-ს სტუმარია გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციის "ბერლინის ქართული სახლი"-სა და გერმანიის კრიზის ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი თამარ შალამბერიძე ? "მას შემდეგ რაც, საქართველოს საელჩოში დაინიშნა პოლიციის ატაშე, ლეგალური სტატუსის არმქონე საქართველო მოქალაქეები ერიდებოდნენ საელჩოსთან და საკონსულოსთან ურთიერთიერთობას, გერმანიიდან დეპორტაციის შიშის გამო. სოციალურ თუ იურიდიულ პრობლემებთან დაკავშირებით ისინი უფრო ხშირად კონტატქობდნენ დიასპორულ ორგანიზაციებთან. ესე მოხდა პანდემიის დაწყებისას, ისინი თავიდანვე დიასპორულ ორგანიზაციებს დაუკავშირდნენ"- განაცხადა თამარ შალამბერიძემ. ? პანდემიის დროს ბერლინის ქართული სახლისა და მისი ხელმძღვანელის საქმიანობა ნათლად წარმოადგენს ქართული დიასპორული ორგანიზაციების როლსა და მნიშვნელობას იმ კრიზისულ სიტუაციებში, რომლებშიც შეიძლება აღმოჩნდნენ საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ყოფნისას. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ აუცილებელია შექმნას ქართულ დიასპორასთან ურთიერთოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რისი მცდელობაც პირადად მქონდა გასულ წლებში... https://youtu.be/ZJsRZVh9_74
3