პერსონაჟის ანალიზი ოროჩიმარუ

0
გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა შემოგთავაზოთ ოროჩიმარუს პიროვნების ანალიზი.ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟია ნარუტოში .მასთან არ ჩანს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რატომ გახდა ოროჩიმარუ სასტიკი და ბოროტი, თუმცა ეს კავშირი მხოლოდ ერთი შეხედვით არ ჩანს.როგორც სხვა ანალიზებში აქაც დავყოფ გარკვეულ განვითარებების სტადიებს. 1.ბავშვობა-ოროჩიმარუ ბავშვობაში წყნარი და უკონტაქტო პერსონაჟი იყო, ერთადერთი ვისთანაც ურთიერთობდა იყო ჯირაია და ჰირუზენი.ჩემი აზრით, ოროჩიმარუსთვის გარდამტეხი მომენტი იყო მშობლების საფლავზე თეთრი გველის ნახვა, რომელიც რეინკარნაციის სიმბოლოა, დიდი ალბათობით სწორედ ამან შთააგონა უკვდავების იდეა.მოზარდობის ასაკში მას არ ჰქონდა არანაირი მიზენი გარდა ყველა ჯუცუების შესწავლისა, რომელიც ჩემი აზრით ჰირუზენმა შთააგონა, ჰირუზენი ოროჩიმარუსთვის იდეალის როლს ასრულებდა. 2.ომი-ომის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოროჩიმარუსთვის, ვინაიდან სწორედ ამან შეუწყო ხელი მის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას.ომში მან ნახა, რომ ადამიანის სიცოცხლეს არად აგდებდნენ, ამიტომ გამოიტანა დასკვნა, რომ სწორედ ასე უნდა იყოს სხვა, მშვიდობიან ვითარებაში.ოროჩიმარუს პრაგმატიზმი სწორედ ომის დროს ჩამოყალიბდა, მისი პრეგმატიზმი ჩანს იმ მომენტებში, როცა ის ცუნადეს და ჯირაიას ნაგატოს გუნდის მოკვლას ურჩევდა, ან მაშინ როცა ომში ჯირაიას მოკვლა განიზრახა იმის გამო რომ დაჭრილ ჯირაიას ზედმეტ ტვირთად თვლიდა.ერთ-ერთ სცენაში, ოროჩიმარუ განმარტოებით დგას საფლავებთან და იტაჩის ეუბნება, რომ გარდაცვლილებისთვის ტაყვანის ცემა აბსურდია.აქ ორი რამე ჩანს- ა)ოროჩიმარუს გარიყულობა საზოგადოებისგან ბ)მისი პრაგმატული ბუნება. 3.ოროჩიმარუ, როგორც მანიპულატორი-ოროჩიმარუ რომ ანიმეში ერთ-ერთი ძლიერი მანიპულატორია, ამას მტკიცებაც არ სჭირდება.ის ნახულობდა გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს(კარინი, ზაკუ), მათ გადამრჩენელად ევლინებოდა და შემდეგ მათ თავისი მიზნებისთვის იყენებდა-მაგალითად როგორც კაბუტოს შემთხვევაში ქნა. 4.ოროჩიმარუს თავდასხმა კონოჰაზე-ჩემი აზრით, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ოროჩიმარუს თავდასხმას კონოჰაზე, მისი მოტივები აქ ძალიან გაურკვეველია, ხან ამას პოლიტიკური მიზნებით ხსნის, ხან სასკეს გადაცებას იმიზეზებს, მაგრამ ჩემი აზრით, მას მხოლოდ ჰირუზენის მოკვლა და სოფლისთვის სამაგიეროს გადახდა უნდოდა, მისმა პატივმოყვარე ბუნებამ ვერ აიტანა ის, რომ ჰირუზენმა ჰოკაგედ მინატო აირჩია და არა ის, მას ასევე უნდოდა საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინდ, რომ მის იდეალზე, ჰირუზენზე, ძლიერი გახდა. იმედია, მოგეწონათ. შენიშვნები და შთაბეჭდილებები დაწერეთ კომენტარებში.
#goodplaces
#opinion
#photo
Tbilisi
0