გორის მუნიციპალიტეტში ავტომობილების გადაადგილებაზე შეღავათები დაწესდა

0
გორის მუნიციპალიტეტში, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეღავათები დაწესდა. ამის შესახებ ნათქვამია, გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „ყურადღება !!! 22 აპრილიდან 27 აპრილამდე მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით. ავტომობილით მოძრაობა შესალებელია მხოლოდ მითითებულ დროს - დილის 6:00 საათიდან 8:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე. მსუბუქი ავტომობლით გადაადგილების შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები - ავტომობილში დაიშვება მაქსიმუმ სამი პიროვნება პირბადეებით.
#დარჩისახლში
“. შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით, 22 მაისამდე გაგრძელდა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.
#რეგულაციები
#გორი
#გორისმუნიციალიტეტი
#კორონავირუსი
#goridaily
0