გიორგი გერგედავა - ზუგდიდელი მეწარმე, რომელიც სათბურში მოყვანილ კიტრს უფასოდ დაარიგებს.

0
გიორგი გერგედავა - ზუგდიდელი მეწარმე, რომელიც სათბურში მოყვანილ კიტრს უფასოდ დაარიგებს. გიორგი გერგედავა ცაიშში კიტრის სათბურების მქონე მეწარმეა. მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, ის აპირებს მოსავალი უფასოდ გადასცეს სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რადგან საგანგებო მდგომარეობის გამო ის ვერ ახერხებს საქონლის რეალიზაციას. გიორგი ზუგდიდის მერიისგან დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ მას სჭირდება ტრანსპორტი, რომლითაც ამ პროდუქციის დარიგებას შეძლებს. პროდუქციის დარიგებას მეწარმე პანდემიის დასრულებამდე გეგმავს. გიორგი გერგედავა ზუგდიდის მერიას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს და შემდეგ პოსტს წერს : "მოგესალმებით. ვარ სასათბურე მეურნეობის ფლობელი ზუგდიდის რაიონ სოფ. ცაიშიდან, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაცია არის შეუძლებელი, რადგან არ ფუნქციონირებენ: რესტორნები, სასტუმროები და საბითუმო ბაზრები არცერთ ქალაქში, ასევე არ გვაქვს გადაადგილების საშუალება, აქედან გამომდინარე პროდუქციის მიწოდებაც ვერ ხერხდება, რომც მოხერხდეს მყიდველიც არ არის რადგან ბაზარი არ მუშაობს. მიუხედავად იმისა რომ ყველა მეწარმეს გაგვაჩნია უდიდესი ვალდებულება ბანკების წინაშე, ასეთ მდგომარეობას ისინი არ ითვალისწინებენ. ზუგდიდის მერიას ვთხოვ სოფ. ცაისში გამოუშვას პიკაპი და გადავცე მიღებული მოსავალი საქველმოქმედოდ, საოციალურ დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს. წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის."
#ზუგდიდი
#ცაიში
#მეწარმე
#სათბურები
#ქველმოქმედება
#ზუგდიდისმერია
#სოციალურადდაუცველები
#zugdididaily
0