ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გალაღებული იყოს სახლში და TikTok-ებით გაართოს ჩვენი მოქალაქეები

0
http://pirveliradio.ge/?newsid=141995 პარლამენტის დამოკიდებელი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებულ ზოგიერთ შეზღუდვას აკრიტიკებს და ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი პარლამენტში უნდა მივიდეს და ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი. , , კითხვები ჩნდება, რა არის ის შედეგი, რაც ჩვენ უნდა მივიღოთ. რა გარანტია გვაქვს, რომ ჩვენ 22 მაისს დავამთავრებთ [საგანგებო მდგომარეობას]. ან თუ არ გვაქვს გარანტია, მაშინ ჩვენ წინასწარ უნდა მოვამზადოთ საზოგადოება იმიტომ, რომ ადამიანებმა უნდა დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გალაღებული იყოს სახლში და TikTok-ებით გაართოს ჩვენი მოქალაქეები. ზოგს ამოეწურა ფინანსური რესურსი, ზოგს არ ამოეწურა. ჩვენ გვჭირდება პროგნოზირება. თითოეული ადამიანი იმსახურებს, რომ მან დაგეგმოს ხვალინდელი დღე და ეს პროგნოზირება უნდა გაკეთდეს მთავრობის და ხელისუფლების დახმარებით იმიტომ, რომ ლოგიკა უნდა არსებობდეს ამ გადაწყვეტილების მიღების. თუ მიმართეთ [პრეზიდენტს] ბრძანების 10 მაისამდე გამოსაცემად, რატომ მოხდა მერე ერთ დღეში ცვლილება 22 მაისამდე? ჩვენ ხომ ვიმსახურებთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას?", - განაცხადა გოგიჩაიშილმა.
0