ნოყიერი და ჯანსაღი სადილი

0
ნოყიერი და უგემრიელესი სადილი ?️ მსგავსი ფოტო სადღაც ვნახე, მისივე რეცეპტით, მაგრამ ვერ მივაგენი და ამიტომ გთავაზობთ ჩემებურ ვერსიას ? ?შუაზე გავჭრათ ბადრიჯანი და თხლად ამოვაცალოთ გული ?მოვუსვათ კეტჩუპი (ან პამიდვრის წვენი, სურვილისამებრ) ?მოვაყაროთ ბადრიჯანს საშუალოდ მარილიანი დაფჩხვნილი ყველი (სულგუნიც გემრიელია, მაგრამ ჩვენს ლამაზ ტაკოებს ეს ყველი უფრო ნაკლებად ავნებს ? ) ?მოვაყაროთ შავი წიწაკა და ორეგანო ?თავზე მოვაწყოთ გრძლად და თხლად დაჭრილი ხახვი და ბულგარული (შეგიძლიათ დაუმატოთ სოკო, თუ გიყვართ) დავალაგოთ საცხობ ქაღალდზე და შევდოთ ღუმელში დაახლოებით 20წთ. (თავად მიხვდებით როდის იქნება მზად) მგონი, დიდი კალორიულობა არ უნდა ქონდეს და ამასთან ძალიან გემრიელია ? თუ გააკეთებთ ან გაგიკეთებიათ გაგვიზიარეთ კომენტარებში როგორ მოგეწონათ ☀️ გემრიელად მიირთვით, მეგობრებო ?
#food
#culinary
#health
#opinion
Tbilisi
0