97 მომხრე, 10 წინააღმდეგი - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა

0
საქართველოს პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. საკითხი დღეს პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილეს და კენჭი უყარეს. საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას 97-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 კი წინაღმდეგი წავიდა. კენჭისყრაში მონაწილოება არ მიუღიათ , , ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს. ენმ-ის წარმომადგენლები მთავრობისგან საგანგებო ბიუჯეტისა და ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენას მოითხოვდნენ. მათი თქმით, მთავრობამ ეს ვერ შეძლო, რის გამოც ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებენ. შეგახსენებთ, რომ მთავრობამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გადავადების თხოვნით გუშინ მიმართა. შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტმა გუშინვე გამოსცა, დღეს კი, პარლამენტმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტის დეკრეტი დაამტკიცა.
#პარლამენტი
#საგანგებომდგომარეობა
#ენმ
#კენჭისყრა
#tbilisidaily
0