ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა ხუთშაბათიდა

0
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა ხუთშაბათიდან დაიწყება. ვაქცინა ოქსფორდის მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა. ოქსფორდის მკვლევართა ჯგუფის წევრის ცნობით კი, თუ გამოცდა წარმატებით ჩაივლის და ვაქცინა გაამართლებს მისი წარმოება დაიწყება და მიმდინარე წლის შემოდგომისთვის მზად იქნება. „შემიძლია განვაცხადო, რომ ოქსფორდის პროექტის ფარგლებში შემუშავებული ვაქცინის ხალხზე გამოცდა ამ ხუთშაბათიდან დაიწყება“, – განაცხადა ჰენკოკმა. წყარო -BBC
#coronavirus
#covid19
#corona
#headline
0