"პროცესში პოლიტიკურ ნიშანს უფრო ვხედავ - შოთა რეხვიაშვილი

0
შულავრის ცენტრში 7 სოფლის მოსახლეობა დღეს, 22 აპრილს, დილიდან, მძიმე სოციალური პირობების გასაპროტესტებლად შეიკრიბა. აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი ითხოვს, რომ მსუბუქ ავტომობილებზე აკრძალვა გაუქმდეს, მეორე ნაწილის მოთხოვნა კი სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზების ალტერნატიული გზების ძიებაა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ვერ ყიდულობენ თავიანთ პროდუქტებს, მარნეულის მერია ამ საკითხზე ყურადღებას არ ამახვილებს. მათივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება არ ეხმარება პროდუქტების გატანაში და იძულებულები არიან პროტესტი ამ ფორმით გამოხატონ. ადგილზე ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი და "ევროპული საქართველოს" წევრი ახმედ იმამყულიევი იმყოფებია. აქციის დროს პარტია "ევროპული საქართველოს" წევრ ახმედ იმამყულიევსა და ქვემო ქართლის რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილს შორის ერთგვარი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციაში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავენ. რწმუნებულმა პროცესს ახმედ იმამყულიევის "დადგმული სპექტაკლი" უწოდა. " ჩვენ ვცდილობთ , მარნეულში და საერთოდ ქვეყანაში კორონოვირუსი დავამარცხოთ . მაგრამ , როგორც ჩანს ზოგ ძალებს უნდათ , რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია გაუარესდეს."- აცხადებს რწმუნებული აქციის დროს , მონაწილეების ნაწილის დევიზი იყო "მიშა ", "მიშა " რეხვიაშვილი კი მონაწილეების დევიზს ასე გამოეხმაურა. " დაე , დაელოდნენ მიშას კიდევ 50 წელი " აქციის მონაწილეები აგრეთვე აპროტესტებენ არსებულ ჯარიმებს. საზოგადოებამ დიალოგის დროს რწმუნებულს უთხრა რომ საკარანტინე პირობებში, ფაქტობრივად მშიერი დარჩა. აღინიშნა ფაქტი, როდესაც პურის საყიდლად მაღაზიაში გასული 3000 ლარით დააჯარიმეს. „მე პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს. არც ბიძინა, არც სააკაშვილი არ მაინტერესებს. მაღაზიაში ვიყავი გასული და დამაჯარიმეს 3000 ლარით. დედაჩემი ძალიან ცუდად იყო, სასწრაფო გვყავდა მოყვანილი. პური არ გვჭირდება? მშივრები უნდა მოვკვდეთ სახლში? თქვენ მშიერი დარჩებით?! - უთხრა შოთა რეხვიაშვილს აქციის მონაწილემ. მარნეულის მერი აქციის მონაწილეებს დაჰპირდა , რომ ხვალიდან შეძლებენ თავიანთ პროდუქტებს რეალიზებას. მაგრამ მოსახლეობა ამ შეთავაზებით არ დაკმაყოფილდა და განაცხადეს რომ, ზუსტად დღეს უნდა დაიწყონ შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება. რადგან მოსახლეობას არ სჯერა , რომ თუ ახლავე არ მოხდა რეაგირება, ისინი შემდგომ ვერ შეძლებენ პროდუქტის რეალიზებას.
#აქცია
#პროტესტი
#მანიფესტაცია
#MarneuliDaily
0