საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

0
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 416-მდე გაიზარდა. მათგან 107 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge- ზე არის განთავსებული. კარანტინში 5160 ადამიანია გადაყვანილი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 579 პირი იმყოფება. ინფორმაციისთვის, გარდაცვლილია 5 პაციენტი. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
#კორონავირუსი
#პაციენტი
#tbilisidaily
0