შიმშილი არის ისეთი რამ რომელიც ხალხს გამოიყვანს ქუჩაში, თქვენ და ჩვენ ამ პროცესებს ვეღარ გავაჩერებთ

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142035 "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგებო ვითარების გაგრძელება მმართველი გუნდის დანაშაულებრივი სიჯიუტის და არაპროფესიონალური დამოკიდებულების ბრალია, რადგან მასობრივი ტესტირება ქვეყანაში კვლავ არ არის. "სამწუხაროდ ჩვენ ვართ დანაშაულებრივი სიჯიუტის მსხვერპლი. დიახ, დანაშაულებრივი სიჯიუტეა, რომ დღემდე ქვეყანაში არ გვაქვს მასობრივი ტესტირება. დიახ, დანაშაულებრივი სიჯიუტეა რომ ამ მასობივი ტესტირების არქონის გამო გვიწევს საგანგებო ვითარების გაგრძელება. დიახ, დანაშაულებრივი სიჯიუტის გამო ჩვენ გვიწევს უაზრო შეზღუდვების დაწესება ქვეყანაში მანქანების გადაადგილებასთან და ა.შ. სწორედ ამ დანაშაულებრივი სიჯიუტის გამო ჯანმრთელობის პრობლემასთან ერთად შიმშილის პრობლემის წინაშე დგას დღეს საზოგადოება. სწორედ ამ დანაშაულებრივი სიჯიუტის გამო ჩვენ არ გვაქვს არანაირი გეგმა-მთავრობა მიდის პარლამენტში, ითხოვს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას და ამბობს რომ მერე მოგიტანთ გეგმას თუ რისთვის ვითხოვთ საგანგებო ვითრების გაგრძელებას. ვეკითხები მთავრობის თითოეულ წევრს:რა შეიცვლება ორშაბათს, დღევანდელისგან განსხვავებით, როდესაც მოიხსნება მანქანებზე შეზღუდვა, ან რა შეიცვლება 22 მაისს. თქვენ რა გგონიათ რომ კორონა ვირუსი თვითონ დამარცხდება თუ ჯოგურ იმუნიტეტს გამოვიმუშავებთ ჩვენ ახლა ყველანი და ამით გადავლახავთ კორონა ვირუსს. სანამ მასობრივი ტესტირება არ დაიწყება ქვეყანაში გამორიცხულია რაიმე ნაბიჯი გადაიდგას. თვენახევრის წინ, როდესაც ჩვენ დავინახეთ ეს ფუნდამენტური შეცდომა, რომესაც თქვენ უშვებდით მასორივ ტესტირებასთან დაკავშირებით ავტეხეთ ამაზე განგაში, თქვენგან კი რა იყო პასუხი-მასობრივი ტესტირება პანაცია არ არისო. დიახ პანაციაა მასობრივი ტესტირება და ახლა საქართველოში 100 000 ტესტი მაინც უნდა იყოს ჩატარებული და იქნებოდა გახსნილი მაღაზიები, ბიზნესი და ა.შ. მაგრამ ამის სანაცვლოდ მივიღეთ თქვენსგან ჯიუტი მტკიცება იმისა, რომ არაფერში ეს არ არის საჭირო. ხელთ მაქვს გეგმა, რომელიც ერთი თვის წინ გამოგიგზავნეთ. ეს არის ერთადერთი დაწერილი გეგმა კორონა ვირუსის დამარცხების, რომელიც სწორედ მასობრივ ტესტირებაზე დგას. ამ გეგმით თქვენ რომ გეხელმძღვანელათ დღეს აღარანაირი შეზღუდვა აღარ იქნებოდა ქვეყანაში, მაგრამ თქვენ გაანულეთ საქართველოს ეკონომიკა, თქვენ გაანულეთ ქართული ბიზნესი. თქვენ უმუშევრად დატოვეთ ასობით ათასი ადამიანი. თქვენ შიმშილისთვის გასწირეთ საქართველოს მოსახლეობა. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს არაპროფესიონალიზმი? როდემდე უნდა გაგრძელდეს პოლიტიკური ქულების ჩაწერა? ვერ ხედავთ რა ხდება მარნეულში. შეხედეთ და ნახეთ ხალხი რა მდგომარეობაშია. ხალხი მშიერია და თქვენ გვეუბნებით, რომ პარასკევს გეტყვით რას გაჭმევთ ხალხს. 1 აპრილს გახარია რომ გამოვიდა 2მილიარდ ლარს დავხარჯავთო- სად არის ეს 2მილიარდი ლარი. თქვენი დანაშაულებრივი სიჯიუტის გამო ტესტები არ გვავქს, კარანტინი გრძელდება, შეზღუდვები გრძელდება და ადამიანებს საკვებით არანაირი დახმარება არ გაუწიეთ, გინდა ვაუჩერი იყოს გინდათ თანხა ჩაურიცხეთ, მაგრამ თქვენ გგონიათ, რომ თქვენსავით უზრუნველყოფილია ყველა?გაძარცვეთ ეს ქვეყანა და გაისქელეთ ჯიბეები. შიმშილი არის ისეთი რამ რომელიც ხალხს გამოიყვანს ქუჩაში და თქვენ და ჩვენ ამ პროცესებს ვეღარ გავაჩერებთ. როდემდე უნდა ვუსნუბით თქვენს ამ ჯიუტ და არაპროფესიონალურ დამოკიდებულებას. კარგით ჩვენ არ გვეკითხებით პოლიტიკურ ოპონენტებს, სპეციალისტები მაინც მოიყვანეთ. მსოფლიო ბანკს და სავალუტო ბანკს მაინც მოუსმინეთ. სავალუტო ფონდმა ფინანსური დახმარება იმიტომ გამოაქვეყნა, რომ თქვენ წელავთ ამ პროცესებს და მათი მოქმედების ალგორითმშია, რომ თუ ფინანსურად არ დაეხმარებით მშიერად დარჩენილ ხალხს მათ ვერ გააჩერებთ და ამას გვიჩვენებს ჩვენ დღეს მარნეული. თქვენ საპირისპიროდ ზიხართ კაბინეტებში, ხალხს აჩვენებთ თითქოს რაღაცას აკეთებთ და რეალურად არაფრით არ ხართ დაკავებული" - გიორგი ვაშაძე.
0