ხვალიდან ზუგდიდის აგრარული ბაზრის ნაწილი ფუნქციონირებას შეძლებს - მოწერელია

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142043 სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ხვალიდან ზუგდიდის აგრარული ბაზრის ნაწილი ფუნქციონირებას შეძლებს. აგრარულ ბაზარში ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია დაიწყებს მუშაობას. „ფოთში ფუნქციონირება დაიწყო ბაზარში განთავსებულმა სასურსათო მაღაზიებმა, რომლებიც შესაბამის ნორმებს აკმაყოფილებენ, ასევე ხვალიდან დაიწყებს ფუნქციონირებას ზუგდიდის აგრარულ ბაზარში არსებული სასურსათო მაღაზიები, ასევე სექცია, რომელიც რძის პროდუქტებს და ხორცს ყიდის“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ. ზუგდიდის აგრარულ ბაზარში დაცული იქნება ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციები, ტერიტორიაზე რიგებს მოხალისეები, სამართალდამცველები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები გააკონტროლებენ. ბაზარში შესასვლელად მოქალაქეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე. ზუგდიდის აგრარული ბაზარი 16 აპრილს დროებით დაიხურა, მიზეზი წინასადღესასწაულო პერიოდში მოქალაქეთა რიგების მოუწესრიგებლობა გახდა.
0