სილამაზის შენარჩუნება-მონიკა ბელუჩის რჩევები.

0
☀️თმა შენი სავიზიტო ბარათია! თვალის ჩინივით გაუფრთხილდი მას"! მსახიობი თავს კვირაში მხოლოდ ორჯერ იბანს. თვლის, რომ შამპუნის ქიმიური შემადგენლობა პირველ რიგში თმას, შემდეგ კი ორგანიზმს ვნებს. თმას იშვიათად იშრობს ფენით. ☀️პლასტიკური ქირურგის ჩარევის გარეშე მოდელი ყოველ დილით სახეს გრილი წყლით იბანს. ერიდება საფუძვლიანი მაკიაჟის გაკეთებას. არასდროს იცვლის ჩრდილებით სახის ფორმებს. არ მიესალმება ბოტოქსსა და სახის გადაჭიმვას. კანის ცვლილებებს ინტერესით აკვირდება. , , სიბერეს თავისი სილამაზე აქვს. აუცილებლად უნდა დავაფასოთ ეს. მეტამორფოზაში ჩარევას არ ვაპირებ". ☀️მოუსმინეთ თქვენს სხეულს იოგათი ვარ დაკავებული. მაგალითად, ვასრულებ მკერდის ესპანდერს. იგი ავითარებს გულმკერდს, დაძაბულობისგან ათავისუფლებს მხრებსა და კისერს, პროპორციულს ხდის მუცელს და აშორებს მას ზედმეტ ცხიმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის არეში. საკუთარ თავს კარგად თუ დააკვირდებით, სხეული აუცილებლად მიგახვედრებთ რა სახის ვარჯიში გჭირდებათ. ?წყალი სიცოცხლის საწყისია! მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თავდაპირველად სიცოცხლე წყალში ჩაისახა... ნაყოფიც, დედის მუცელში, წყალში იზრდება და ვითარდება. მონიკა ბელუჩის დღის რაციონი სითხის გარეშე წარმოუდგენელია! წყალი ჩვენი სხეულის 70%-ია. მსახიობი სითხეს ჭარბად იღებს, რომ ეს ბალანსი შეინარჩუნოს. , , წყალი ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, კანის ახალგაზრდულ იერზეც ზრუნავს". მონიკა კვირაში ოთხჯერ სულ ცოტა 45 წუთი ცურავს. ❌არავითარი მტანჯველი დიეტა! ბელუჩი არ მალავს რომ უყვარს ჭამა და წასუსნავება. მიირთმევს აბსოლუტურად ყველაფერს, მაგრამ არა ნაყროვანებამდე. როგორ უნდა გამოვიყირწბოდეთ მოდურად 50წლის ასაკში❓ ⭕️სწორი დამოკიდებულება 50 წლის ასაკში სექსუალურობაზე უფრო მნიშვნელოვანი ელეგანტურობაა. წლების მატებას არ უყუროთ როგორც სასჯელს, პირიქით, ეს ბედნიერებაა. თქვენ დააგროვეთ გამოცდილება, გადაინაცვლეთ ცხოვრების ახალ ეტაპზე, იპოვეთ საკუთარი თავი და გაერკვიეთ თქვენს სურვილებში! ყველა ქალს თავისი სტილი აქვს, მაგრამ თუ სურს რომ ეს სტილი გამორჩეულს ხდიდეს, სამოსი თავდაჯერებულობით უნდა ატაროს. ⭕️არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს! ვფიქრობ, მოსაზრება: , , თმის შეღებვა და კაშკაშა მაკიაჟი მხოლოდ ახალგაზრდების გასართობია", სისულელეა. ვიცნობ 50 წელს გადაცილებულ ქალებს, რომლებიც ქერა თმითა და წითელი პომადით არაჩვეულებრივად გამოიყურებიან! იყავით მამაცი, სცადეთ სხვადასხვა სტილისა და ფერის ვარცხნილობები, გაეხვიეთ ესპერიმენტების ქარცეცლში! ⭕️საკითხს მარტივად მიუდექით აუცილებელი არ არის გამხდარი იყოთ, მე სავსე ვარ, თუმცა ეს ხელს არ მიშლის სამოსის მოხდენაში. ⭕️იპოვეთ თქვენი ფერი კალორიული საკვების დაგემოვნება მიყვარს, ამიტომ ხშირად დავდივარ შავი ფერით. ის ჩემს ნაკლოვანებებს მალავს, შეიძლება ითქვას რომ, სხვა ფერებისგან განსხვავებით, ზედმეტ კილოგრამებს მპატიობს. რომელია თქვენი ფერი? ⭕️არ დაემონოთ დენდენციებს! ხალხი მოდურად მიმიჩნევს, მაშინ როცა მე არასდროს მივყვები მოდას. არ შემიძლია ტენდენციებს საკუთარი სურვილები და გემოვნება შევწირო. მაცვია ის, რაც მიხდება და რაც მომწონს.
#beauty
#selfcare
#monicabelluci
Tbilisi
0