ხვალიდან ზუგდიდის ბაზრის ნაწილი ფუნქციონირებას შეძლებს

ByOn.geGeorgia
0
ხვალიდან ზუგდიდის ბაზრის ნაწილი ფუნქციონირებას შეძლებს. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა. მისი თქმით, ხვალიდან ზუგდიდის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები, ხილ-ბოსტნის, რძის პროდუქტებისა და ხორცის სექცია იფუნქციონირებს. "ზუგდიდის აგრარულ ბაზარში დაცული იქნება ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციები, ტერიტორიაზე რიგებს მოხალისეები, სამართალდამცველები და ზედამხედველობის სამსახურის წარმოამდგენლები გააკონტროლებენ.
#news
ByOn.geGeorgia
0