შიკამარუ (პერსონაჟის ანალიზი)

0
1. ? ბავშვობა-შიკამარუს ყველაზე თვალსაჩინო თვისება იყო სიზარმაცე, თუმცა ჩემი აზრით ამ სიზარმაცის მიღმა ბევრი რამე იმალება ა)შიკამარუ იმიტომ იყო ზარმაცი და უმოქმედო, რომ მას დაბრკოლებების ეშინოდა. ბ)შიკამარუ იყო ზარმაცი, იმიტომ, რომ ყველა საქმე რომელსაც მას ავალებდნენ უმნიშვნელოდ მიაჩნდა და ამიტომ ხელს არ კიდებდა უმნიშვნელო საქმეებს. შიკამარუ ბავშვობიდან იყო მორალურად ზრდასრული და შემწყნარებელი, ვინაიდან ის დაუმეგობრდა ნარუტოსა და ჩოჯის, რომლებიც საზოგადოებისგან იყვნენ გარიყული.მისი ქალთმოძულებაც საკმაოდ აშკარა იყო, ის ვერ იტანდა გოგო მოწინააღმდეგეებს, ვინაიდან მათ სუსტებად მიიჩნევდა.მისი ქალთმოძულება შესაძლოა ოჯახური ურთიერთობებით იყო განპირობებული, მას ეშინოდა ქალების დომინირების, როგორც მის ოჯახში იყო.თუმცა ეს ყველაფერი შეიცვალა ტემარისთან შეხვედრის შემდეგ, რადგანაც ტემარიმ აჩველა, რომ გოგო შეიძლება მასზე ძლიერიც იყო.ჩემი აზრით ბრძოლაში დანებება არ იყო მხოლოდ ჩაკრის ნაკლებობით განპირობებული, არამედ მან ტემარის მიმართ პატივისცემა გამოხატა.შიკამარუს ასევე სურდა უზრუნველი, ჩვეულებრივი ცხოვრება, მან ასეთი ცხოვრების სტილი მიამსგავსა ღრუბელების არსებობას და მათ ნელ-ნელა მოძრეობას.არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შიკამარუ, ყველასგან გასაკვირად, პატრიოტი და თავგანწირული ადამიანი იყო, მან გადაწყვიტა შებრძოლებოდა ოტოგაკურელი ნინძების გუნდს, თუმცა იცოდა, რომ ეს შეიძლება საბედისწერო ყოფილიყო, რომ არა ასუმა ის მოკვდებოდა. 2 ?.პასუხისმგებლობის აღება-უნდა აღინიშნოს, რომ შიკამარუზე დიდი გავლენა მოახდინა სასკეს დაბრუნების მისიის შედეგებმა, ის შეაშფოთა მეგობრების დაზიანებამ და ამაში ნაწილობრივ საკუთარ თავსაც ადანაშაულებდა, მან გააცნობიერა, რომ ლიდერებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ.ასუმამ აღნიშნა, რომ მისი განურჩევლობა და სიზარმაცე მხოლოდ ნიღაბი იყო და მის მიღმა იმალებოდა ადამიანი, რომელიც საქმეებს სერიოზულად ეკიდება და ზრუნავს სოფლის მაცხოვრებლებზე. 3. ? ასუმას სიკვდილი-სენსეის სიკვდილი, რომ ძალიან განიცადა შიკამარუმ ამას მემგონი ლაპარაკიც არ უნდა, ანიმეში ეს მომენტი ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა.ასუმას სიკვდილმა ის მიახვედრა, რომ შემდეგი თაობა იყო ყველაზე ღირებული, სწორედ ამიტომ დაიწყო მან მირაი სარუტობის დაცვა და აღზრდა საკუთარ თავზე.რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს შიკამარუმ და ტემარიმ მაშინვე ნახეს საერთო და მათი სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო მეგობრობით და ორმხრივი პატივისცემით(რაც იშვიათი ნარუტოში, რადგან ნარუტოს წყვილებიდან თითქმის ყველას ურთიერთობა იწყებოდა ცალმხრივი სიყვარულით და არ ჰქონდა ისეთი ლოგიკური დასაწყისი და ბოლო, როგორც ტემარის და შიკამარუს წყვილს.)
#naruto
#anime
#
shikamaru
#opinion
#photo
#news
0