სეირნობის გარეშე, ალბათ, ადამიანები დიდხანს ვერ გაძლებენ - ხათუნა ზახაშვილი

0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი მოსახლეობას ურჩევს ისეირნონ სუფთა ჰაერზე, თუმცა ამავდროულად დაიცვან სოციალური დისტანცირების წესი. მისივე თქმით, არსად წაუკითხავს ერთმნიშვნელოვანი მტკიცება იმისა, რომ გარეთ სეირნობასა თუ სუფთა ჰაერზე ყოფნას ზარალი მოეტანოს ადამიანთა ჯანმრთელობისთვის და ეს გამხდარიყოს კოვიდინფექციის გავრცელების ინტენსიური წერტილი. ზახაშვილი მოქალაქეებს ურჩევს შეარჩიონ წყნარი სივრცე და არ ისეირნონ ჯგუფ-ჯგუფად. , , რაც უფრო მეტი იქნებ დისტანცია, მით უფრო დაცულად შეგიძლიათ, ჩათვალოთ თავი. ყოველშემთხვევაში გარეთ სეირნობის გარეშე ალბათ, ადამიანები დიდხანს ვერ გაძლებენ. დიახ, უნდა ისეირნოთ გარეთ, უნდა იყოთ სუფთა გარემოში და ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენ და თქვენი შვილები იყოთ დისტანცირებული სხვებისგან. შეარჩიეთ წყნარი გარემო. არ არის საჭირო ჯგუფებად სეირნობა, ” - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
#სეირნობა
#კორონავირუსი
#დისტანცია
#სუფთაჰაერი
#tbilisidaily
0