მაღაზიებს ვკეტავთ, თანამშრომლები 10 კმ-ს ფეხით დადიან — ზოომარტი

ByOn.geGeorgia
0
ზოომაღაზია ზოომარტი აცხადებს, რომ თანამშრომლების გადაყვანისთვის კერძო მიკროავტობუსებზე ნებართვა ამ დრომდე არ მიუღიათ, რის გამოც 26 აპრილიდან თბილისში 12-ვე ფილიალის დაკეტვა უწევთ. როგორც ზოომარტის განცხადებაშია აღნიშნული, აქამდე თანამშრომლების გადაადგილება ტაქსით ხდებოდა, თუმცა უკვე მე-7 დღეა კონსულტანტებს ყოველდღიურად 10 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა ფეხით უწევთ. მათივე თქმით, ანალოგიური სიტუაციაა ონლაინგაყიდვებთან დაკავშირებითაც.
#news
#Coronavirus
#Covid19
ByOn.geGeorgia
0