რატომ ჰქონდა ჰაკუს გოგოს სახე ?

0
?? მთავარ თემას სანამ შევეხები მინდა ზოგადად დიზაინის ფუნქციებზე ვისაუბრო. დიზაინი ხაზს უსვამს პერსონაჟის პიროვნულ თავისებურებებს(მაგ. შინოს დახურული ტანისამოსი მის ჩაკეტილობას, ნარუტოს ღია ფერის ტანსაცმელი იმას, რომ ის პოზიტიური პერსონაჟია და ა.შ), შეუძლია აქციოსპერსონაჟი უნიკალურად და დამამახსოვრებელად, ხოლო სხვა რაკურსით რომ შევხედოთ დიზაინის ელემენტები ხშირ შემთხვევაში პერსონაჟის გარკვეული ჯგუფისადმი მიკუთვნებულობაზე მიგვითითებს(მაგ. აკაცუკის ჩაცმულობა, სოფლების უნიფორმა), და საბოლოოდ ჩაცმულობა(რომელიც ასევე დიზაინის შემადგენელი ნაწილია) ზოგიერთ შემთხვევაში არის სტატუსის მაჩვენებელი(მაგ. ფეოდალებს მარაოსმაგვარი თავსაბურავი ადევთ და როგორც ჩანს ეს მაღალი სტატუსის მაჩვენებელია.) ?? თუმცა რა ხდება კონკრეტულად ჰაკუს შემთხვევაში?ის ფაქტი რომ ის ბიჭია და გოგოს სახე აქ მას დამამახსოვრებელ და ორიგინალურ პერსონაჟად აქცევს.უბრალოდ დაფიქრდით, რამდენად დაგამახსოვრდებოდათ ჰაკუ ზემოთ აღწერილი ფაქტი, რომ არა(ასევე ისიც რომ პირველი სერიოზული ბოროტმოქმედია და საკმაოდ ტრაგიკულად მოკვდა.)ეს უცნაურობა რომ არა დიდი ალბათობით ყველა მალე მიივიწყებდა ჰაკუს, რადგან შესაძლებლობებიც არ აქვს განსაკუთრებული და წარსულიც საკმაოდ ბანალური აქვს.ასევე გამომდინარე იქიდან რომ ჰაკუ და ზაბუზა პირველი სერიოზული ბოროტმოქმედები იყვნენ საჭირო იყო მათით მაყურებლის დაინტერესება, რათა მას გაეგრძელებინა ანიმეს ყურება შესაბამისად საჭირო იყო ორიგინალური შტრიხები მათ დიზაინში და სწორედ ამად გვევლინება ჰაკუს ქალურობა. ?? როგორც უკვე აღვნიშნე, დიზაინი ხაზს უსვამს პერსონაჟის პიროვნულ თავისებურებებს.ის ფაქტი, რომ ჰაკუს გოგოს სახე აქვს ხაზს უსვამს მის მზრუნველ ბუნებას, სულიერ სისათუთესა და სინაზეს(ვინაიდან ქალურობას მზრუნველობას და სინაზეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ურთიერთდაკავშირებულ ცნებებად ითვლება. ?? ასევე საინტერესო ვარაუდი ვნახე ადრე ერთ-ერთი ქართული გვერდის კომენტარებში.ეს ვარაუდი ჰაკუს ქალურობას ხსნის ანიმეს შინაარსიდან და არა დიზაინის პერსპექტივიდან.ამ კომენტარის ავტორს თუ დავუჯერებთ ჰაკუ ირგებს ქალის როლს განგებ იცმევს ქალურ ტანსაცმელს და იზრდის თმას, რათა არ ამოიცნონ და მოკლან(ვინაიდან ის ძებნილი ნინძაა.)ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო მოსაზრებაა.
#anime
#manga
#naruto
#movies
#goodplaces
#opinion
#news
#photo
#art
0