ამ ეტაპზე ქვეყანაში 10 000-ზე მეტი PCR და 9 000 სწრაფი ტესტია — ეკატერინე ტიკარაძე

ByOn.geGeorgia
0
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ტესტია. მისი განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში 10 000-ზე მეტი ე.წ. ოქროს სტანდარტის, PCR ტესტია. ტესტების საკითხზე მინისტრმა მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა. "ჩვენ ვაგრძელებთ მრავალსაფეხურიან ტესტირებას, რაც გულისხმობს როგორც სწრაფი ტესტებით, ასევე, PCR ტესტებით ადამიანების გამოკვლევას. დღეს ჩვენ გვაქვს 10 000-ზე მეტი PCR ტესტის სრული კომპლექტაცია. ორშაბათს ველოდებით დამატებით 40 000 ტესტს და მაისის დასაწყისში ეს რაოდენობა შეივსება 100 000-მდე", — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
#news
#Coronavirus
#Covid19
ByOn.geGeorgia
0