ანგელა მერკელი - კორონა ვირუსისგან გამოწვეული კრიზისი ჯერ კიდევ წინ არის

0
ანგელა მერკელი ამბობს, რომ გერმანიის მოსახლეობა ახლა უნდა იყოს ფრთხილი და მომთბენი. კანცლერის თქმით - "ეს არ არის დასრულების ეტაპი, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია". სამიტის წინ მან ვიდეო გაფრთხილებით მიმართა პარლამენტს. ანგელა მერკელმა ხაზი გაუსვა ევროპული თანხვედრის აუცილებლობას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თქმით, გერმანია მზად უნდა იყოს საკმაოდ რთული გამოწვევებისთვის. მათ უნდა გაიღონ საკმაოდ დიდი ფინანსები ვირუსთან ბრძოლაში. ასევე დამატებითი დაფინანსება უნდა იქნას გათვალისწინებული "სოლიდარობის ფონდისათვის”. ევროკავშირის ქვეყნებს შორის იტალიას მიადგა ყველაზე დიდი ზიანი. არსებული სიტუაციის გამო ქვეყანაში ასევე თავი იჩინა ეკონომიკურმა პრობლემებმაც. ამის გამო იტალიის საგარეო ვალმა იმატა. გერმანია, ნიდერლანდები და ავსტრია ეწინააღმდეგებიან დავალიანების დაფარვას იქამდე სანამ პანდემია არ დასრულდება. ქვეყნებს ამ ეტაპზე არ აქვთ რესურსი აღმოფხვრან ის ზარალი, რომელიც ახლა მიადგათ. ევროკავშირის ამჟამინდელი წესების თანახმად, ქვეყნებს არ შეუძლიათ პასუხისმგებლობა აიღონ სხვა ქვეყნების დავალიანებაზე. დღეს, ევროკავშირის ლიდერები უნდა შექმნან 540 მილიონი ევროს გადაუდებელი ფონდი, რათა დაიცვან ევროპელი მუშები, ბიზნესი და კორონავირუსის გამოაშკარავების შედეგად დაზარალებული ევროპელები. დეტალები ჯერ არ არის ცნობილი. წყარო-BBC
#გერმანია
#კანცლერი
#კორონავირუსი
#კოვიდ19
#ჰედლაინი
სტატია მოამზადა:ხატია ბიბილურიძემ
0