სახლში დაბუდებული საოცრება

0
თბილი სახლი, გამოულევი თეთრპერაგნში განოწყობილნი, მონარნარე, სიკეთისა და სიწმინდის განმსაზღვრელი თოჯინები რომლებიც პატარა ბავშვებს გვანან.იმ ბავშვებს რომლებიც ეს ესაა ახლა მოევლინენ ქვეყანას, სუნთქვა ამ წუთას დაიწყეს და სიცხოცხლე უხარიათ.ბედნიერ, ლაღ ბავშვებს გვანან რიმლებიც ანცი, მოუსვენრები არიან.ვერაფერს გააგებინებ მათ.თვალი მუდამ მწვანე შენიღბული საქანელებით სავსე, ხმაურიანი პატარებით გარშემორტყმული ეზოსკენ გაურბით.სულ, რომ გართობა სწადიათ...მხიარული დროის ტარება და ბავშვებთან თამაში.შეჯიბრებები, გამოცანები, ტკბილი დაჭერობანა სირბილის შემდეგ, რომ ოფლიანი ხდებიან და დაღლილობისგან ძლივსღა ახერხებენ ამოსუნთქვა, ჩასუნთქვას.უეცრად კი ამბობ ``დაგასტუკე`` ან ``გიპოვნე``. ისინი მუდამ ხარხარებენ, სიკეთით სავსე ღიმილი აქვთ.მათი აურა იმდენად სუფთაა, რიმ ყველა ადამიანის გულს იპყრობს.ყველას მალე უყვარდებათ ის და გულებში ძვირფასსა და მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ...თან ყველა თოჯინას თავისებური ფერადი ხასიათი აქვთ, მოღლიცინე, მოალერსე, მოთბო შთაბეჭდილებას ტოვებენ.ოჯახებს სიყვარულს, ულევ ბედნიერებას, სიხარულს, ბარაქას, ხვავს უსურვებს ვისთანაც ისადგურებს ადგილს მნიშვნელოვანი როლი აკისრია თითოეულის ოჯახში.ოჯახი, სულის სარკეა ადამიანისა თუ როგორია ის შინაგანად, სულით როგორი მშვენუერი და სუფთაა და გული აქვს თუ არა ნამდვილი.ოჯახი წარმოადგენს, ადამიანს და მის გრძნობებს, ფიქრებს.მის აღზრდის სტილს პიროვნებას, ქცევებს, ჩვევებს.ის სარკეა სადაც არაფერი იმალება ყოველივე პატარა, დიდი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო დეტალი ჩანს და სააშკარაოზე გამოდის.ვთქვათ გადაწყვიტე, რომ დახატო რაღაც ნახატი, პეიზაჟი.ნელ-ნელა იწყებ კონტურის მოვლებას, შემდეგ კი არჩევ ფერებს თუ რა ძირითადი ფერებში იქნება ნამუშევარი.შენზეა დამოკიდებული, რა ფერებს გამოიყენებ და როგორ ფერთა გამას შექმნი ასეა ოჯახის სულიერი სარკეც.არის ზოგი ოჯახის სურათი სადაც თბილი ფერებია და არის მეორე კატეგორია ცივი ფერები...ანგელოზებმა ეს კარგად იციან, ისინი განასხვავებენ ძალიან მარტივად კარგსა და ცუდს.თვითონ სიკეთისგან შექმნილნი არიან, სუფთა ფურცლის დასაწყისნი არიან სადაც ყველა ერთმანეთის მიმართ მართალი, თანასწორი და სუფთა გულისანი არიან.ოჯახი სადაც სითბო და სიყვარულია იქ დიადი სიკეთეცაა.ბავშვს, ``კიკინები`` უმშვენებს თავს აქეთ-იქიდან.მე, ასეთ ``თხა კიკინებს`` ბავშვობაში ბებია მიკეთებდა ხოლმე ნეტავ გენახათ როგორ ვიწონებდი ხოლმე თავს უცხოებთან თუ ახლობლებთან .ზურგს უკან თეთრი ბუმბულიანი, ფაფუკი, რბილი ``ორმხრიანი`` ფრთები ამშვენებს რომელიც ვიზუალურად პეპელას ფრთებს მაგონებს, თითქოს ცაში ასაფრენად ემზადება. ასევე იმ თეთრ, ფითქინა, ნაზ თოლიას რომლისთვისაც სამყარო მშვენიერია.ხელთ თეთრი, გრძელი ჯოხი უკავია რომელსაც ხელ მარჯვნივ და მარცხნივ ამოძრავებს დაბლა, მაღლა, მაღლუდან ქვემოთ თითქოს სასწაულს ახდენსო.ადამიანები კი გაოცებულნი ვუყურებთ თვალწინ ხდება საოცრება რომელსაცც არ მოველოდით.ამან გაგვაკვირვა და ერთდრიულად გაგვაბედნიერა კიდეც.ვინ არის ყოვლისშემძლე, მფარველი და დამცველი? ანჯელი...თეთრი ანჯელი...სამოთხის ფერი...ცუსარტყელას ფერებით შემკული...უფლისგან ბოძებული ნიჭით დაჯილდოებული.ანგელოზი თეთრი, ფაფული, ნაზი არსება ვისაც ყველასათვის სიყვარული ემეტება.სახლი მაშინ არის თბილი სადაც ერთდროულად ყველა კუთხეში ბევრი, თეთრი ანგელოზი ბუდობს.ის ანგელოზნი რომლებთაც ხელთ ჯოხი უკავიათ და საოცრებებს ახდენენ.
0