საგანგებო მდგომარეობის ან კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება

0
საქართველოს პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“, ასევე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ სამი მოსმენით ახალი ნორმები შეიტანა. ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტის დეკრეტით და შესაბამისი სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს დაარღვევს პირი, პირველ შემთხვევაში ამისთვის დაისჯება 3000 ათასლარიანი ჯარიმით, იურიდიული პირის შემთხვევაში, ეს არის 15 ათასი ლარი, რაც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია. ამის განმეორების შემთხვევაში, კონკრეტული პირი დაისჯება ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით. დეკრეტში ჯარიმების გათვალისწინებას პრევენციული მიზანი ჰქონდა, რათა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკები მაქსიმალურად შემცირებულიყო. ამასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ გახდა საჭირო ახალი მუხლების დამატება კანონმდებლობაში. „ეს საჭირო გახდა, რათა განჭვრეტადობა არ იყო ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების შემდეგ, რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა პირს „სისხლის სამართლის კოდექსის“ მიხედვით. კონკრეტული რეგულაცია არსებობს, რომელიც გათვალისწინებულია პრეზიდენტის დეკრეტით, მაგრამ ეს ქმედება, როგორც დანაშაული, პირველად შემოვიდა „სისხლის სამართლის კოდექსში“. ასევე არის მითითება, რომ თუ პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამე არის გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში, მოქმედებს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სანქცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
#კორონავირუსი
#პანდემია
#გამკაცრებულიზომები
#ჯარიმა
#tbilisidaily
0