ქაჯთა ციხე

0
ქაჯის ციხე. ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარეობს, ჩილდირიდან რამდენიმე კილომეტრში. პირველად ქაჯთა ციხე 2007 წლის სექტემბერში ვნახე, და დღემდე მომყვება ის განცდა, ფიქრი რაც ამ ქმნილების ხილვის შემდეგ დამეუფლა. საოცარი პეიზაჟი... არ ნახული მაშტაბურობა ციხის!.. მოდიხარ და ათასი კითხა გაწუხებს, ნეტა ვინ ააგო?! რა ხელმა ააგო?! მართლა რუსთაველის გმირების სამყოფელი ადგილია?! რამდენი, ბრძოლა და ლხინი ახსოვს მის შემოგარენს! რამდენი, უსახელო გმირის სახე ახსოვს მის მრავალსაუკუნოვან ნათალ კლდესა თუ უზარმაზარ ლოდებს?! მოდიხარ და კითხვები გტანჯავს, გინდა პასუხები, მაგრამ ამაოდ, რადგან ყველა კითხვის პასუხი ჟამთა კრიალოსანზე ჩამარცვლილა. ბოლოს მიიხედავ და უნებურად პოეტის ცნობილი სიტყვები გახსენდება: , , ნეტა ამ ხედებს ქვეყანაზე რა შეედრება...არადა არაფერი არ შეედრება...
0