ბოლო 24 საათში კორონავირუსს აშშ-ში 3 071 ადამიანი ემსხვერპლა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142139 ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 50 ათასს უახლოვდება. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსით ქვეყანაში უკვე 49 954 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც „სიენენი“ იტყობინება, ბოლო ერთ დღეში ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 3 071 ადამიანი გარდაიცვალა. ხოლო დაავადება 25 ათასზე მეტ პირს დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის თითქმის 869 ათასი შემთხვევა, განიკურნა 80 ათასზე მეტი პაციენტი. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
0