ირანმა ორბიტაზე პირველი სატელიტური რაკეტა გაუშვა

0
რამდენიმე თვიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ირანის ხელისუფლებამ პირველი სადაზვერვო სატელიტური თანამგზავრი გაუშვა. ოფიციალური ვაშინგტონი კი აღნიშნულს ირანის სარაკეტო პროგრამის ნაწილად მიიჩნევს. „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა პირველ ირანული სატელიტური თანამგზავრი წარმატებით გაუშვა ორბიტაზე“, - ნათქვამია ამავე ორგანიზაციის განცხადებაში. Nour-ის სახელით ცნობილი თანამგზავრი ირანში მდებარე ე.წ. მარკაზის უდაბნოდან გაუშვეს და ის ორბიტაზე, დედამიწის ზედაპირიდან 425 კმ-ზე განთავსდება. მსოფლიოში არსებული კორონავირუსული პანდემიისა და ნავთობის უპრეცედენტოდ დაბალი ფასების პარალელურად სატელიტური რაკეტის გაშვება, ირანის მხრიდან ახალ რისკებზე წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს. საკითხის სპეციალისტთა მოსაზრებით, აშშ-ის მხრიდან „მაქსიმალური ზეწოლის კამპანიის ფარგლებში, ირანს დასაკარგი ბევრი არაფერი აქვს“. აქვე აღსანიშნავია, რომ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ პირველად აიღო კრედიტი, სამხედრო სატელიტის გასაშვებად. რაკეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, დანადგარი სადაზვერვო საქმიანობის საწარმოებლად, ასევე სახმელეთო და საზღვაო ძალების ნავიგაციისთვის საჭირო უსაფრთხო კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად იქნება გამოყენებული. ირანს მანამდე სატელიტური თანამგზავრის გაშვების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა. უკანასკნელად ეს თებერვალში მოხდა, როდესაც საკომუნიკაციო სატელიტი Zafar 1-ს გაშვება ვერ შედგა. ოფიციალური თეირანის სატელიტური პროგრამის გამო შეშფოთებას გამოხატავს შეერთებული შტატები. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ აღნიშნული ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის ნაწილს წარმოადგენს, ხოლო ირანი აღნიშნულს უარყოფს და ამბობს, რომ საჰაერო-კოსმოსური სივრცის აქტივობებს მშვიდობიანი მიზნები აქვს, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას შეესაბამება. ზემოხსენებულს პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ნებისმიერი იმ ტიპის ირანულ შეიარაღებას „ჩამოაგდებენ ან გაანადგურებენ“, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ამერიკულ ხომალდებს. ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით იანვარში გამწვავდა, როდესაც ვაშინგტონმა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ე.წ. ყუდსის დანაყოფის ლიდერის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია განახორციელა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#USA
#Iran
#conflict
#rocket
#satellite
#headline
0