ბრაზილიაში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 407 ადამიანი გარდაიცვალა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142140 ბრაზილიაში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 407 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსი 3 375 ადამიანს დაუდასტურდა. სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში სულ გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 49 492 შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რიცხვმა კი, 3 313 შეადგინა. ბრაზილიაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრს სან-პაულუს შტატი წარმოადგენს.
0