თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში, შესაძლოა, სისხლის პლაზმის გადასხმის მეთოდი გამოიყენონ

0
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ საქართველოში, შესახლოა, გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლის პლაზმის გადასხმის მეთოდი გამოიყენონ. მისი თქმით, რამდენიმე ადამიანმა პლაზმის დონორობაზე უკვე განაცხადა თანხმობა. ცერცვაძის განმარტებით, ტექნოლოგიური თვალსაზრისით ეს ძალიან რთული პროცესია. , , ერთ-ერთი, რაზეც ახლა ვმუშაობთ, ესაა გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გამოყენება. რამდენიმე ადამიანის პლაზმა, ვინც განაცხადა თანხმობა დონორობაზე, უკვე შეგროვებულია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ სათქმელადაა იოლი, რომ გამოჯანმრთელებულის პლაზმა ავადმყოფს გადაესხას, თორემ ტექნოლოგიურად ეს ძალიან რთული და ფაქიზი საკითხია. პირველ რიგში, უნდა შეირჩეს ისეთი დონორი, რომელსაც მაღალი კონცენტრაციით აქვს დამცავი ანტისხეულები სისხლში, მეორე, ეს დონორი უნდა იყოს აბსოლუტურად ჯანმრთელი, მესამე, უნდა არსებობდეს სისხლის ჯგუფებს შორის შესაბამისობა. ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც ამ გადასხმის პროცესს ართულებს, ” - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
#სისხლი
#პლაზმა
#დონორი
#კორონავირუსი
#პაციენტი
#თენგიზცერცვაძე
#tbilisidaily
0