„რა გვეშველება?“ – ურწმუნოთა კითხვაა – ილია მეორე

0
საპატრიარქოს უწყებანის facebook-გვერდზე ვრცელდება საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის 1993 წლის სააღდგომო ეპისტოლედან ამონარიდი. „პრაიმტაიმი“ ამონარიდებს უცვლელად გთავაზობთ. ნახეთ რაზე იყო მთავარი აქცენტი იმ წელს: ▪️„ბოლო დროს მრავალი უარყოფითი თვისებისა და ემოციის გამოვლენის მოწმენი გავხდით. ეკონომიკურმა გაჭირვებამ ცხოვრება კიდევ უფრო დაამძიმა და ზოგიერთში მომავლის სერიოზული შიში დაბადა. ▪️ხშირად გვესმის სიტყვები: „კატასტროფული მდგომარეობა“, „რა გვეშველება?“ არადა ვუწყით, „რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაი – გამოცდილებასა. ▪️„რა გვეშველება?“ – ურწმუნოთა კითხვაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომავლის იმედი ადამიანის იდეის ნაწილია და ქრისტიანულ სათნოებათაგან ერთ-ერთი პირველთაგანი. ▪️პიროვნება თუ ერი თვითონ ქმნის თავის ხვედრს. თუ ჩვენ ღვთის მცნებათა დაცვით ვიცხოვრებთ და ღვთის შიში და სიყვარული იქნება ჩვენი თანამდევი, ვერავითარი ძალა ვერ მოგვერევა. ▪️ვინ გადაარჩენს მას, ვის წინააღმდეგაც ღმერთია აღმდგარი?! ვინ სძლევს მას, ვისი შემწეც უფალია?!“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სააღდგომო ეპისტოლე 1993 წელი
0