როდის დაისჯება საგანგებო მდგომარეობის დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით?

0
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გარკვეულმა ჯგუფებმა სცადეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებითი დარღვევისთვის სანქციად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა. მისი თქმით ეს სრული სიცრუე და დეზინფორმაცია. , , არავითარი გამკაცრება არ მომხდარა და არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არ მოხდება ჩვენს მიერ მიღებული კოდექსის გამოყენება, არამედ მოქმედებს და ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმუმ 3 წლამდე და ისიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდგომ თუკი განმეორებით ჩაიდენს პირი ქმედებას, ” - განაცხადა ოხანაშვილმა. მისი განმარტებით, პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანა ცვლილებები, რომელიც შეეხება არამხოლოდ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას, არამედ საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევასაც. , , ამისთვის გავითვალისწინეთ პასუხისმგებლობა ერთხელ ჩადენის შემთხვევაში, თუკი პირი განმეორებით ჩაიდენს, თავისუფლების აღკვეთა ვადით 6 წლამდე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რას ნიშნავს საგანგებო ან საომარი რეჟიმის დარღვევა, რისთვისაც ჩვენ დავაწესეთ თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი პირი განზრახ გადასდებს ვინმეს დაავადებას, თუკი ამ ქმედებას ჩაიდენს ორგანიზებული ჯგუფი ან ჯგუფი, თუკი დაავადებული პირი განახორციელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას ან პირი დაარღვევს საგანგებო ან საომარი მდგომარობის რეჟიმს, რაც გამოიწვევს ძალიან მძიმე შედეგებს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი, ამ შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე, “- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
#პარლამენტი
#საგანგებომდგომარეობა
#ოხანაშვილი
#გამკაცრებულიზომები
#tbilisidaily
0