ქობულეთში მცხოვრებ 70 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142145 ბათუმში 70 წლის ქალს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი ე.წ. ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული და ქალაქ ქობულეთში ცხოვრობს. „180 გამოკვლეულიდან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი. 70 წლის ქალი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. იგი თვითიზოლაციაში იყო და მხოლოდ ოჯახის ერთ წევრთან ჰქონდა კონტაქტი“, - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ. ინფიცირებული კლინიკა „მედალფაში“ გადაჰყავთ. საქართველოში ამ დროისთვის ლაბორატორიულად კორონავირუსის 431 შემთხვევა არის დადასტურებული.
0