თვითიზოლაცია და ორსულთა სტრესი, ჟორდანიას კლინიკის რჩევები

0
ქალისთვის ორსულობა ახალ მდგომარეობაში შესვლაა, თავის ადაპტაციური მოთხოვნებით. დღეს არსებული პანდემიური ვითარება და გაურკვევლობა, მომავალ დედას კიდევ უფრო უმძაფრებს სტრესს. ქალი ინდივიდუალური განცდებით, საკუთარი ისტორიით, სიტუაციური შფოთვით და ზოგჯერ დეპრესიული ეპიზოდით. იზოლაციის პირობების მორგება არ არის მარტივი. პროლონგირებული სტრესი ამწვავებს კარდიო-ვასკულურ დაავადებებს. სტრესულ რეაქციებს გავლენა აქვთ, იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე. მსგავს შემთხვევაში ნაადრევი მშობიარობის შანსი იზრდება. ციურიხის საუნივერსიტეტო კლინიკის კვლევებით, დედის ფიზიკური სტრესი ცვლის, პლაცენტის მეტაბოლურ პროცესს და მოქმედებს ბავშვის ზრდაზე. ჟორდანიას კლინიკის რეკომენდაციები დაგეხმარებათ – გაიმარტივოთ თვითიზოლაციის პირობები, შეიძინოთ მრავალფეროვნება, რაციონალურად იაზროვნოთ და გაიაზროთ- რომ არ ხართ მარტო. რ ე კ ო მ ე ნ დ ა ც ი ე ბ ი პირველ რიგში ისიამოვნეთ ორსულობის მდგომარეობით, ფოკუსირდით საკუთარ თავსა და ნაყოფზე. იმ ცხოვრებისეულ დეტალებს დააკვირდით, რაც სიმშვიდის განცდას გიქმნით. თვითიზოლაციის პერიოდში კომუნიკაციებს მთავარი ფუნქცია აქვთ. ესაუბრეთ ღია, პოზიტიურ მეგობრებს და ოჯახის წევრებს. კოლეგებთან საუბარი მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვაობის განცდას იძლევა. პერიოდულად შეხვდით, სხვა ორსულ დედებს და თქვენი შეგრძნებები გაუზიარეთ. სწორი ძილი, სეირნობა და ვარჯიში, სტრესის მართვისთვის აუცილებელია. ამ პერიოდში ფოკუსირდით, ანტისტრესულ საკვებ პროდუქტებზე. მიირთვით სელენის შემცველი-თხილი, რომელიც გუნებ-განწყობას აუმჯობესებს, ომეგა-3-ით მდიდარი-თევზი, კვერცხი, გოგრა-მდიდარ პოტასიუმით. ის აგრეთვე ელექტროლიტურ ბალანსს და წნევას არეგულირებს. არ დაგავიწყდეთ შოკოლადი და გვირილა. გვირილის ჩაი შფოთვას ამცირებს, თუმცა შფოთვის ახალი ეპიზოდის პრევენციას ვერ ასრულებს. ანტისტრესულ საკვებში კურკუმა და იოგურტიც მოიაზრება. რთულ პანდემიურ პირობებში-სტრესის რედუქციისთვის, მოუსმინეთ საკუთარ სხეულს. თუ თვლით, რომ რესურსი უკვე ამოწურეთ, ნუ დათრგუნავთ თავს და დაისვენეთ. ასე მენტალური მდგომარეობა უკეთ შენარჩუნდება. თვითიზოლაციაში ყოფნისას დაურეკეთ და ესაუბრეთ მშობლებს.კიდევ ერთხელ შეახსენეთ, რომ თქვენ მათზე ზრუნავთ. სატელეფონო საუბარი დადებითი ემოციით დაასრულეთ. თუ ოჯახის წევრებს ქრონიკული დაავადება აქვთ, წინასწარ განსაზღვრეთ, რთულ სიტუაციაში როგორ მოიქცევით. ეს აქტივობა თავისთავად შფოთვას ამცირებს. სახლში მუშაობის დროს, მკაცრად გამიჯნეთ სამუშაო და თავისუფალი სივრცე. და რაც მთავარია, დრო დაუთმეთ მაინდფულნესის სავარჯიშოს. ფოკუსირდით სუნთქვაზე – გარკვეულ მომენტში ყურადღება მიაქციეთ მხარეებს, უსმინეთ ირგვლივ ბგერებს. ვარჯიში შფოთვის შემცირების და ნეგატიური აზრების გადართვის კლინიკური საშუალებაა. ავტორი: თეონა გომართელი (ექიმი-ფსიქოთერაპევტი)
0