5 მნიშვნელოვანი ციტატა ვარსკვლავური ომებიდან

0
1. „კი არ უნდა მოსინჯო, ნამდვილად უნდა გააკეთო“ − იოდა ?? ეს მნიშვნელოვანი რჩევა ბრძენმა იოდამ თავის მოსწავლე ლუკა სქაიუოქერს დაგობაჰში მისცა, სადაც მომზადებას გადიოდა, რომ ჯედი გამხდარიყო. ეს მიდგომა საერთოდ გამორიცხავს მოსინჯვას და მცდელობებს. რთული ამოცანა აუცილებლად უნდა შეასრულო. ანტრეპრენერის საქმიანობას ეჭვები მუდამ თან სდევს, სწორედ ამიტომ ერიდება ბევრი პირველი ნაბიჯის გადადგმას; ან მოვალეობის შესრულებას მაშინ არიდებს თავს, როდესაც მეტისმეტად რთულდება ვითარება. ნუ მისცემთ უფლებას ორჭოფობას მიზნების შესრულებაში შეგიშალოთ ხელი. პრობლემებს მედგრად დაუხვდით და მათ მოსაგვარებლად რაც შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთეთ. 2. „ნურასოდეს დამელაპარაკები შანსზე“, − ჰან სოლო ✌️? ნაძირალა ჰან სოლომ ასე მწარედ გაიხუმრა მას შემდეგ, რაც შეშფოთებულმა C3PO-მ უთხრა, რომ ასტეროიდების ველზე ნავიგაციის შემთხვევაში გამარჯვების შანსი არსებობდა. სოლომ მაშინვე თქვა უარი, მარცხის შეეშინდა, არ მოინდომა საკუთარი უნარების გამოყენება გუნდის მძიმე ვითარებიდან დასახსნელად. შანსზე ის შეიძლება ითქვას, რომ ის მხოლოდ ჰიპოთეტურია და ამიტომ თქვენს ცხოვრებას არ უნდა წარმართავდეს. სინამდვილეში რა მოხდება, არავინ იცის. თუ რაღაც არასწორად მოხდება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბოლომდე ასე გაგრძელდება. თუ ჯილდო დიდია, გარისკვად ნამდვილად ღირს. 3. „ჩემი გამოცდილებით, გამართლება საერთოდ არ არსებობს“, ??− ობი-უან კენობი როდესაც ლუკამ პირველად დაიწყო მანათობელი მახვილის გამოყენება, მოშორებული საწვრთნელი დროიდიდან ლაზერების დაბლოკვას ცდილობდა. თუმცა, როგორც კი ობი უან-კენობიმ წაახალისა, უკეთ და უკეთ შეძლო. ჰან სოლო ამას გამართლებას მიაწერდა, მაგრამ ობი-უანი კატეგორიულად არ ეთანხმებოდა. საკუთარ მიღწევებს ნურასოდეს მიაწერთ გამართლებას. სადაც ხართ და რასაც მიაღწიეთ, დაიმსახურეთ. თუ მეტისმეტად ღრმად შეტოპავთ, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნუ შეგეშინდებათ, და არც მადლიერების გამოხატვა დაგავიწყდეთ იმ ადამიანებისადმი, ვინც ამ გზაზე დაგეხმარათ. 4. „ზოგჯერ სიამაყე უნდა დავივიწყოთ და რაც გვევალება გავაკეთოთ“, ???− ენაკინ სქაიუოკერი კლონების თავდასხმისას, სენატორ პადმე ამიდალას სთხოვეს სადმე უსაფრთხო ადგილას დამალულიყო. მისთვის ეს სრულიად მიუღებელი იყო, მაგრამ მცველმა ენაკინ სქაიუოქერმა მოვალეობები შეახსენა. დიდმა სიამაყემ შესაძლოა დაგღუპოთ, ჯიუტი გაგხადოთ და მოლაპარაკებებზე უარი გათქმევინოთ. თქვენს წინ ბევრი კარი დაიხურება თუ გამუდმებით ერთსა და იმავე იმეორებთ: „ეს ჩემი გზაა, არ გადავუხვევ“. კომპრომისი ხშირად აუცილებელია და უფრო დიდ შესაძლებლობებს უხსნის გზას. 5. „ყოველთვის მოიძებნება უფრო დიდი თევზი“, − ?? ქუი-გონ ჯინი ფილმში ეს პირდაპირი მნიშვნელობითაა ნათქვამი. ქუი-გონ ჯინი ამ დასკვნას მას შემდეგ აკეთებს, რაც გმირების წყალქვეშა ხომალდს გიგანტური თევზი კინაღამ გადაყლაპავს, მათ კიდევ უფრო დიდი ქმნილების გამოჩენა გადაარჩენთ. მაგრამ ამ ყველაფერს გადატანითი მნიშვნელობაც აქვს. რაგინდ შორს უნდა შეტოპოთ, საიდანღაც ყოველთვის გამოჩნდება თქვენზე დიდი და ძლიერი, იმ გუბურაში ერთადერთი არასოდეს იქნებით.
#ვარსკვლავი
#ვარსკვლავურიომები
#starwars
#startups
#hollywood
#goodplaces
#opinion
#photo
#art
0