სასწავლო პროცესი სკოლებში სექტემბრამდე არ განახლდება

0
პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სასწავლო პროცესი სკოლებში სექტემბრამდე არ განახლდება და დეტალურ პრეზენტაციას განათლების ამუშავების შესახებ საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გამართავენ. ამის შესახებ პრემიერმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, არც აკადემიური წლის გამოცხადება იგეგმება და არც ეროვნული გამოცდების გაუქმება. „განათლებასთან დაკავშირებით გვინდა ცალკე პრეზენტაციის გაკეთება, დიდი თემაა და ცალკე ვისაუბრებთ. აკადემური წელი არ გამოცხდდება, განათლების სამინისტრომ შეძლო ეფექტურად გამკლავებოდა ამ გამოწვევას და ონალინ სწავლების კუთხით სკოლებს და უმალესებში პროცესები წარმართა ეფექტურად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
#news
#education
#school
#coronavirus
#covid19
#სიახლე
#განათლება
#სკოლა
#კორონავირუსი
#კოვიდ19
0