რას გულისხმობს მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა

0
რას გულისხმობს მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა (მცირე ამონარიდი შემოთავაზებული პაკეტებიდან): • ოფიციალურად დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, დახმარების სახით მიიღებენ 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში - თვეში 200 ლარს; • ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას. 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობით გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან; • არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში მიიღებენ ერთჯერად დახმარებას - 300 ლარს; • ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს 2012 წლიდან სარწყავი წყლის დაგროვილი დავალიანება ჩამოეწერება; • 6 თვეში დამატებით საშუალოდ 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდე ფარგლებშია. ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდე ფარგლებშია და ყავთ 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე შშმ ბავშვები; • ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნესსუბიექტებს ქონების და საშემოსავლო გადასახადი 3 თვით 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე გადაუვადდა; • ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი და გაორმაგდება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება - წელს ბიზნესი დამატებით მიიღებს 600 მილიონ ლარს; • 30 ათას ლარამდე იზრდება სოფლად მცხოვრები იმ პირების დაფინანსება, ვინც მცირე ბიზნესის წარმოებას აპირებს; 2021 წლიდან გაიზრდება პენსია. ქვეყანა კრიზისული მენეჯმენტისთვის 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს. 27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული იქნება.
0