7 votes
comments
1 shares
Save
6 reads
ზაზა ზერეკიძე
Tbilisi · 1 year ago

თავს შეგაწყენთ ხოლმე ჩემი ჩანახატებით ?❣

...

გაუჭაღარავებია მთის წვეროები.

წვეთ-წვეთად ჩამოუღვრია ღრუბლებზე დაგუბებული, მლაშე წყალი.

გამჭვირვალე საწვეთურიდან გადმოსროლილი წინწკლები თმაზე მეღვრება და გუბის ფორმებს იღებს. ვცდილობ ხშირად გადავიყარო უკან, უკვე სისველით ფორმადაკარგული, ღერები.

რაიცი, ვინ, როდის შემოგხედავს.

ვერცერთ ნაბიჯს ვერ ვდგამ უხმოდ. ყოველ მეტრზე უფრო მიმძაფრდება სინანულის გრძნობა, ვხვდები, რომ რაღაცას ვანადგურებ, რაღაცას ვაცამტვერებ. ამ გაუცნობიერებელი საქციელის შედეგს უმალ, შარვალზევე ვხედავ.

პირველივე წყაროს, გვერდულად მომდინარე წყალი, გაყინული ხელი, გაჭიმული ნაჭერი და მცირეოდენი წელის ტკივილი.

რაიცი, ვინ, როდის შემოგხედავს.

ამღვრეული ფიქრებიდან ვაღწევ თავს.

ავარიული ხიდის ქვეშ მდგარი მაინც ვამჩნევ ცაზე გასრიალებულ, გავარვარებულ ბასილისკს. იქცევა ცა და მთელი ძალით ჩამოგორებული შინდისფერი ფარდა დედამიწისგან ერთი მილიმეტრის დაშორებით ჩერდება.

ორიოდე ხელის შეხება, დარწმუნება მის სისქესა და სიმყარეში, მუხლის მოკვეთა..

ადამიანის სხეული, შოკოლადისფერი კანი, წარმოსახვითი წითური თმა, რომელიც შავად გამოიყურება, მოხრილი კისერი, ქვემოდან, მთელ სხეულში ამოტარებული გავარვარებული მზერა და გაქვავება..

ას ოთხმოცი გრადუსი, ფეხის კუნთების მოქმედება, სევდა და წვიმანარევი ცრემლების ნიაღვარი..

უმოქმედობა..


ზაზა ზერეკიძე
Tbilisi · 1 year ago
7
Write a comment
1