ნიკოტინი, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებას უშლიდეს ხელს - კვლევა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142184 ახალი კვლევის მიხედვით, ნიკო, შესაძლოა, მწეველების COVID-19-ით ინფიცირებას ხელს უშლიდეს. "ჩვენი კვლევის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე ეწევიან, ძლიერი ინფექციის განვითარების ნაკლები შანსი აქვთ, ვიდრე დანარჩენებს", - ნათქვამია კვლევაში. რა თქმა უნდა, თამბაქოს ხშირი მოხმარება უმეტესწილად ფატალურად სრულდება, რაც კორონავირუსით გამოწვეულ ზიანს მნიშვნელოვნად გადაწონის. თუმცა ამ აღმოჩენამ მკვლევრები ერთ იდეამდე მიიყვანა, რომელსაც ისინი მალე გამოცდიან: პაციენტებსა და წინა ხაზზე მომუშავე პერსონალს ნიკოტინის პლასტირებს გამოაყენებინებენ, შემდეგ კი დააკვირდებიან მაინც დაინფიცირდებიან თუ არა ისინი COVID-19-ით. მკვლევრების მიხედვით, პარიზის ჰოსპიტალში მოთავსებული 350 ინფიცირებული პაციენტიდან, რომელთა საშუალო ასაკი 65 წელია, მხლოდ 4, 4% იყო მწეველი. ხოლო 130 პაციენტიდან, რომლებიც მსუბუქი სიმპტომებით სახლში იმყოფებოდნენ და მათი საშუალო ასაკი 44 წელს შეადგენდა, მხოლოდ 5, 3% იყო მწეველი. თუკი ამ რიცხვებს მთელ პოპულაციაში მწეველთა რაოდენობას შევადარებთ, (44-დან 53 წლამდე ადამიანების 40%, ხოლო 65-დან 75-წლამდე ადამიანების 9-11% მწეველია) გამოდის, რომ მწეველები ნაკლებად ინფიცირდებიან ან სიმპტომების დამძიმების ნაკლები შანსი აქვთ. კვლევა 21 აპრილს ჟურნალ Qeios-ში გამოქვეყნდა. On.ge
0